пятница, 17 декабря 2010 г.

როცა


        როცა ტირილი მინდება მზის სათვალეებს ვიკეთებ, ყურსასმენში მუსიკას ბოლომდე ავუწევ ხმას და ქუჩას მივუყვები. თითქოს და ამ დროს სამყარო ჩემში იკეტება, მე კი მასში. ვწყდები გარემოს და საკუთარ ფიქრებში ვიკარგები. მხოლოდ გზას ვუყურებ რომელიც მინდა რომ უსასრულოდ გაგრძელდეს და მუსიკა ჩემს ყურასმენებში გამუდმებით რეპლაის რეჟიში ჟღერდეს. მე ლოკოკინავარ, საკუთარ ნაჭუში ჩაკეტილი. უარყოფილი რეაობის მიერ და ჩემს მიერ უარყოფილი ის. მე მარტოსულივარ და ქარი რომელიც დამაქროლებს ფოთლებთან ერთად. მუსკა კი ისევ ჩემს არეულ გონებაშია და ახშობს ფიქრებს რომლებმაც ცრემლები გამოიწვია. ვიცი კაცივარ და არ უნდა ვტიროდე. ანდა რა არის სატირალი.
როცა გზა დამთავრდება, მუსიკაც ამოწურავს მის მაგიურ ძალას გავჩერდები, სათვალოე მოვიხსნი და უკან მივიხედავ. უკან კი ისევ ისარის რასაც გამოვექეცი. უცნაურია მაგრამ ისევ უკან მიმიწევს გული, იქ საიდანაც აცრემელბული წამოვედი, იქ სადაც გული მატკინეს და არავის გახსნებია რო მე მევარ, იქ უბრალოდ ბევრ დადებითია, თუმცა ბევრია უარყოფითიც. სწორედ იმ დადებითიკენ მიმიწევს გული, თუნდაც მარტო დავრჩე, მარტო იქ სადაც მარტო ვიყავი და ამრტოობა მეტი არაფეერია გარდა იმისა რომ ........

вторник, 14 декабря 2010 г.

მერე რა?!....

მოგეხსენებათ ბლოგი ეს პირადია და აქ მარტო იმაზე ვწერთ რაც ჩვენ გვაწუხებს და რაც ჩვენ გვინდა, რომ ან აღარ გვაწუხებდეს, ანდა გვაწუხებდეს ამგრამ სხვაც ხედავდეს თუ რა დოზით გვაწუხებს. ერთი სიტყვით ეს ის ადგილია სადაც საკუთარ გრძნეობებს და შეხედუეკბებს ასე თუ ისე გადმოვცემთ. ბუნებრივია ყველაფერს ჰყავს თავისი მომხრე და მოწინაათმდეგეც, მათშორის ამ საკითხსაც. ზოგს აღიზიანებს ის ფაქტი რომ ბლოგერები იმას წერენ რაც მათ უსწორდება. ზოგს არ მოწონს ის რომ ამდენ ბოგერი გამოჩნდა. მაშ რავქნათ რადგან ვიღაცას ჩემი ნაჯღაბნი არ მოწონს შევეშვა ? პრინციპში არც ისე აქტიური ბლოგერივარ. ალბათ იმიტომ რომ ჯერ არც არაფერი მაქვს იმდენი სათქმელი. მართალია 26 წლის ვარ, თუმცა არც თუ ისე ბევრი რამე მაქვს სათქმელ. ასერომ ვისაც ჩემი ნაჯღაბნი არ მოწონს ნუ კითხულეობს. სხვა უარავი ბლოგია

среда, 10 ноября 2010 г.

არსებობს სიტყვაც მკიდია


პირვეი ისტყვა იყო გამარჯობა, ბოლო მშვიდობით. მათშორის კი იყო სიტყვა მკიდია და აზრი დაუმთავრებელი
არსებობს სიტყვა არ მაინტერესებს და არსებობს სიტყვა მკიდია. ეს უკანასკნელი უკეთ გამოხატავს სათქმელს, იმის მიუხედავად რომ უხეშია და შეიძლება ითქვას უზრდელურიც. მაგრამ ყველაზე ხშირად თუ რამე სიტყვა მომდის თავში, ამ ბოლო დროს, სწორედ ეს სიტყვაა  მისი უდიდებულლესობა მკიდია.  ანუ ეს ის და იმ ადგილას, სადაც  ლამის ნახევარი სამყაროს დაკიდება შეიძლება, და ამის გაკეთება ასევე ნახევარ სამყაროს შეუძლია.  ეს  სიტყვა არ დაბადებულია არაფრისგან, ის დაიბადა რაღაცისგან რაც ეხლა არავის აინტერესებს, რადგანაც ინდეფერეტულობა ყოველგვარ ზღვარს ცილდება და ეს ზღვარი ხშირ შემთხვევაში სწორედ იქ გადის სადაც მთავრდება ყველაფერი საინტერესო და იწყება ის მოსაწყენი ცხოვრება როემლსაც მივყავართ მარტივ და ამვადვდროს უსიგრძეგანო გრძნობამდე და  სულის მდგომარეობამდე რომელსაც მკიდიასთან ერთად მეორე ანაკლებ საინტერესო და ასევე უზრდელური სიტყვა პოხუიზმი ამშვენებს.  ხვდებით ალბათ რომ მე არ ვცდილობ განვმარტო, თუ საიდან მოდის ეს სიტყვები, რა არის მათი ძირი და რისგან წარმოიშვა, მართალი გითხრა არც ვიცი, მე ერთი რამ ვიცი ისინი სიცარიელისგან წამოვიდა, იმ სიცარიელისგან რასაც მდობმერობა მკიდია და მდომარეობა პოხუიზმი ქვია. ეს არაფრის მთქმელი  რეალობაა რომელსაც ვიღაცამ რაღაც მნიშვნელობა მიანიჭა, მეკი დავსვი კითხვა რატომ, მათ  მიპასუხეს იმიტომ, და ვერ მიხვდნენე რომ იმიტომ ეს არარის ის პასუხი რაც მე ამ ეტაპზე   მაკმაყოიფილებს,   ამიტომ მკიდია და არ მაინტერესებს თუ საიდან მოდის ეს არაფრის მთქმელი სიტყვები, მთავაირა მათი მეშვეობით ხშირად გმოავსახავ ჩემი სულის  პოზას, ანუ მდობმარეობას, ის კი მარტივად რომ ვტქვათ არასაინტერესო პოზიციაშია, ანუ პოხუისტად იქცა.
 უწინ ყველაფერი მიანტრესებდა თითქოს, ელემენტარული მატერიალურიდან დაწყებული, მაღალ სულიერებამდის დამთავრებული.   ვფიქრობდი, რატომ არიან ხალხი ბოროტები, უაზროები, კორუმპირებულები და ცარიელები.  უფრო გლობალური თმეებიც მაწუხებდა, მაგალითად ქვეყნის ტერიტორლული მთლიანობა, ერის გადაშენების საკითხი, ტრადიდციების დაკარგვა და გლობალური დათბობაც.  საკთარ თავზე მეცინება და ვხვდები რომ ეს ყველაფერი, ან უმეტესობა ამ საკითხებიდან და კიდევ ბევრი რამ უბრალოდ მკიდია რადგან  დავიღალე და ამოვიდა როგრც იტყვიან, არვიცი რატომ გახდა ჩემს თვალში ეს სამყარო ბევრად მარტივი და სადა, თუმცა აშკარაა  ფერების რაოდენობამ იკლო, ბევრი რამ გაშავთეთრდა, ბევრმა კიდეც სუნი დაკარგა და შეგვრჩა ვარდისფერი სათვალე, ვარდისგფერი მინების გარეშე, ანუ ცხოვრება სამოსის გარეშე და  მომავალი კოშკების გარეშე.  ამას ზოგი რეალიზმს ეძახიან, ზოგიც უიიმედობას. მე კიდევ სხვა რამეს დავარქმევდი, მაგრამ არვიცი რას, რადგან მკიდია და იმდენად მიდია, რომ მეშიანია მეც არ დამიკიდოს.

вторник, 12 октября 2010 г.

კი და არა


დაკვირვებიხართ როგორ ვითარდება ურთიერთობები? გაიცნობ, მოგეწონება და გინდა მის გვერდით იყო, მაგრამ ყოველთვის ჩნდება სიტყვა მაგრამ. მაგრამ იმაშია საქმე რომ ისე არხდება ყველაფერი როგორც ჩვენ გვინდა. ისიც არვიცი საერთოდ ვისი ნებასურვილით ხდება ყველაფერი, თუმცა ფაქტია მარტოობა ადამიანის სენია, არვიცი რამდენად უკურნებელია, ან რამდენად საშიში, მაგრამ ფაქტი ერთია მიჩვევადია და რაც არუნდა მოხდეს, ანუ რამდენჯერაც არ უნდა აღმოჩნდე მართო, თავი სულ შენ სტიქიაში გრძნობ, უბრალოდ ბუნებრივ მოვლენად მიგაჩნია და მორჩა.  ამასწინ ერთმა მითხრა ბლოგი ეს არცი ისე პირადული საქმეაო, მეკი მეგონა ბლოგში სწორედ რომ ადამაინის პირადული, მისი გრძნობები მისი იდეები უნდა განხორციელებულიყო. ამ საკთხმა დამაფიქრა ღირს კი საკუთარი იდეების და შეხედულებების აქ გამოტანა?! მითუმეტეს გრძნობების. აინტერესებს კი ვინმეს საერთოდ რას წერ. შეიძლება კი, შეიძლება არა. მე ყოველთვის 2 მხრიდან ვუყურებ მოვლენებს, ამიტომ მუდამაქვს ორი დაშვება კი ან არა. ეს ალბათ მერყეობაზე მიუთითებს, ანდა უბრალოდ .. უბრალოდ არაფერზე. ვინ თქვა ყველაფერს აზრიაქვსო. იმდენი უაზრო რამ მინახავს, უბრალოდ ჩამოთვლაც არ ღირს.  მოდით ამ პოსტსაც ნუ მივაქცევთ ყურადღებას უბრალოდ წუწუნის ხასიათზევარ და ეგარის. თავს არც ისე მარტოსულად ვგრძნობ.... ბოლოს და ბოლოს მარტოობა ხომ ჩემს გვერდითაა.

გაიქეცი... გაიქეცი რადგან ეს ერთადერთი გამოსავალია. ეს ერთადერთია რაც დაგრჩენია და ეს ყველაფერია რაც ეხლა შეგიძლია. გაიქეცი და ნუიფიქრებ სად გარბიხარ და რას გაურბიხარ,  უბრალოდ გაიქეცი. მე სიმბოლურ გაქცევაზე გესაუბრები, საკთარი გონიებიდან გაქცევაზე, ჩაკეტილი სამყაროდან გაქცევაზე, ერთფეროვნებიდან გაქცევაზე, რადგან ყველაფრის მიუხედავად მე ბედნიერივარ.
-----------------------------
სადღაც მოვიმინე ძალიან სახალისო ფრაზა ,,ღმერთმა შექმნა დედამიწა, სხვადასხვა მცენარეები, ცხოველები და ფრინველები რომლებიც ცაში დაფრინავენ. ძალიან მოეწონა თავისი ქმნილება და ამის შემდეგ შექმნა ადამიანი, რითიც ყველაფერი გააფიჭა. ამობენ რომ  ღმერთმა ადამინი თავის მსგავსად შექმნა, მაგრამ ამის მტკიცებულება დღემდე არ მოიპოვება. შემდეგ ღმერთმა მზე და ცა შექმნა, აი ადამინი კი დღემდე მარტო პრობლემებს ქმნის.’’ გენიალურია არა?!თან ძალიან სახალისო J

вторник, 5 октября 2010 г.

Next და Serarch


Next  ისევ გრძელედება, არადა არ უჩანს დასასრული. Serarch გამუდმებით ძებნაშივართ, ვეძებთ და ვპოულობთ, ზოგჯერ იმას არა  რასაც ვეძებთ,  უბრალოდ იმას რაც ხელში მოგვხვდება და ვჭირდება თუ არა მაინც ვიყენეთ. ეგრე იყრის თავს ჩვენს ხელში უამარავი უსარგებლო და უაზრო რამ, მათშორის ადამაინები, როემლბიც არაფერში და არსდროს არ დაგვჭირდება,  მაგრამ Serarch ისვ გრძელდება, ამჯერად უკვე გაუცნობიერებლად ვის ვეძებთ, ზოგი მეგობრს ეძებს, ზოგი სიყვარულს, ზოიც სექს აპრტნიორს. ალბათ ეს უკანასკნელი ბევრად უფრო აქტიურ მოთხოვნაშია, რადგან სწორედ ამის უკმარისობაა დღეს ჩვენს ქვეყანაში.  ერთმა ყოფილმა ნაცნობმა მითხრა ერთი მარტივი რამ ,, არ არსებობს სიყვარული და ერათგულებაო, არსებობს  სექსი, სიამობნება და ფული რაც უზრუნველყოფს პირველ ორსო“  მიდი და ნუ დაუჯერებ,  მიდი და თქვი სიყვარული ყველაზე მთავარიაო... არადა ამ უკანასკნელის გამოსიობითააქვს ადამაინს ყველაზე დიდ იმდე გაცრუება და სიძულვილი. ეგრეა სიძულვილი ეს სიყვარუსლი საპირისპირო მცენბაა და ის არ იბადება არსაიდან, ის სიყვარულის სახეცვლილი, მუტირებული რამარის. ასერომ თუკი ვინმე გძულს ის ადრე გიყვარდა, რადგან ვერ შეიძულებ მას ვისაც და რასაც ადრე  არ იცნობდი. ასერომ Next ახალი და ახალი Serarch იქნებ ისეთ საინტერესო რამეს წავაწყდეთ რაც კიდევ ერთხელ რევოლუციურ დონეზე შეცვლის თქვენს აზროვნებას. მე ხომ დაგაჯერე რომ სიძულვილი სიყვარულისგან გამოდმინარეა, იქნებ ვინმეემ სხვა ორი საპირისპირო მოვლენების ერთი შეხების წერტილიც დააგაანხოთ. ყველაფერი ხომ ლოგიკაზეა დამოკიდებული, რამდენად ძლიერად ვადასტურებთ საკუთარ აზრებს, არადა შეიძლება ვდებით, ბევრ რამეში შეიძლება ვცდებით მათშირის სექსში როცა ის ძალიან მაგარი და აუცილებელ რამედ მიგვჩნია. გამუდმებით მასზედ ვფიქრობთ და ვცდიობთ ამ საკითხში არ ჩავიჭრად. სექსი და სიყვარული ეს თიტქოსდა ერთი რამარის, მაგრამ ვერავინ დამჯერებს რომ 80 ლარიანი კოსტიას სასტუმროს ქალები, შეიძლება შეგიყვარდეს, მარტო იმიტომ რომ მათთან ერთი საათი გაატარე, მათ კი ამ ხნის ამნძილზე მთელი მათი ცხოვრება მოგიყვეს, თუ რამ აიძულათ სხეულით ევაჭრად.
 თუმცა როცა სექსზე და სუყვარულზე ვსაუბრობთ უნდა გვახსოვდეს რომ სექსი ყველას უყვარს. ანუ არააქვს ამგას მნიშვენლობა ვისთან გექნება ის, ეს იდეა ძალიან დამთრგუნველია, რადგან როცა ამაზე ფიქრობ თავი უბრალო ცხოველი გგონია. 

понедельник, 13 сентября 2010 г.

სიმართლე სიცრუეზე

            
            ვფიცავ რომ ვიტყვი სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა.  
 მე მიყვარს ჩემი სამშობლო, მე ვიცავ ტრადიციებს და ენა მამული სარწმუნეობა ეს ჩემი უპირველესი დევიზია.  მე თავს შევაკალვ ჩემი ერის ღირსებას.  მეხომ უაღრესად კარგი ვარ. მე ...... მემგონი გატყუებთ, ამ სიტყვებს რომ ვწერდი ისეთი გრძნობა გამიჩნდა, რომ გატყებდით, გაბოლობდით და თავი არარაობად ვიგრძენი. იმიტომ კიარა რომ ვიტყუებოდი, არა შეიძლება არც ვიტყუები, შეიძლება კი ვიტყუები,  მე უფრომ იმოტიმ გამიჩნდა ზიზღი საკუთარი თავის მიმართ, რომ ეს სიტყვები მომივიდა თავში. და იმიტომ რომ შეიძლება ეს სიტყვები ტყუილი აღმოჩნდეს. მერე მეტყვიან ,, შენ არ იყავი გულზე მჯიღს რომ ირტყამდი და იძახოდი პატრიოტივარო“ არა არც ამ ის მეშინია, მე უბრალოდ არმინდა მაისურზე მე მიყვარს საქართველო მეწეროს,  ზურგზე კი ,,წადიტ თქვენი...“ . ეს პრინციპია, რომელიც ეხლა იღებს ფორმებს,  უპირისპირდება დღეს პოპულარულ იდეებს.  ჯანდაბას მგონი ისევ ვიტყუები. არადა როგრო მძულს ტყუილი, მატყუარა ხალხი და ისინი რომლებასაც იმისი უნარიც არააქვთ ნორმანულად მოგატყუონ.  ცხონებული ბაბუაცემი ამბობდა ,,თუ ტყუილს ამბობ ისე უნდა მოიტყუო, რომ ერთ კვირა მაინც არ გამჟღავნდესო“  სისულელეა, ტყუილს გააჩნია. ისეთი ტყუილი მითქვამს მეორე დღესვე რომ გამომტყდარვარ, თუმცა ისეთიც მითქვამს რომელსაც დღემდე ვინახავ საიდუმლოდ...  და როცა მკითხავენ ისევ და ისევ, არამკითხე მოეამბეები, მეც იევ და სიევ ტყულილს ვეუბნები. ნამდვილად არვიცი რისი მონტანია ეს ტყუილი თუმცა ერთი ფაქტია,  ამის ცოდან არავის არაფერს სასიკეთოს არ მოუტანს, ნუ შეიძლებაა არც ზიანის მომტანი იყოს, თუმცა ჩემი დევიზი ეგეთია, ეს უნდა იცოდეს მარტო მან, ვინც საჭიროა იცოდეს, ეგ მარტივი ფილოსოფიაა, აგებული ტყუილის იდეაზე და მისი დამალვის გამართლების მცდელობაზე. ასე რომ დიდად ნუ ჩაეძიებით, ყოველი ჩვენგანი საიდუმლოს მალავს.  ზოგი აქედან ინტიმურია, ზოგიც მის წარსულს  შეეხება, აწყმოსაც კი ზოგიც კიდევ მომავლას.  მე მატყუარავარ, საძაგელი ამტყუარა, მოდით და ჩამქოლეთ რადან ტყუილს ვამობ. კარგი ნუ იჩქარებთ ჩემს ჩაქოლვას, რადგანაც ტყუილი ვთქვი და არმინდა ტყულიად ჩამქოლოდ. თუმცა თუ ჩაქოლვაზე მიდგა საქმე, რაღა მე მქოლავთ, დავიიჯერო ჩემზე დიდი მატყუარა არ გინახიათ. ან რა მოგატყუეთ ისეთი, რის გამოც უნდა ცამქოლოთ. მოდი ასევთქვათ დღეს ყველა იტყუება, ეს ფაქტია და ამას გაშლა და ანალიზი არ ჭირდება, რადგანაც დარწმუნებულივარ საკუთარ თავშაც ვერ აპატიებთ რომ თქვათ არ მითქვამს ტყუილიო.?!  არადა გითქვამს და მერე რა, ისე ვის აინტერესეს შენი ტყუილი. ვის რაში აჯავრეს პატრიოტი ხარ თუარა, რისთვის შედიხარ ტაძარში, გულწფელიხარ თუარა როცა მასპინძელს ლოცავ და ეუბნები იმრავლეთო, მასტურბირებ თუარა ჩუმად. ან აკვირდები თუარა ქუჩაში გამვლელების  საჯდომებს. წაიითხავ ამ ტექსტს და გაიფიქრებ, ეგ რა სისულეელ დაუწერიაო, მერე მოხვალ და მეტყვი, იცი შიენი ბლოგი წავიკითხე და მომეწონაო.  შენგონია ეს ვინემს აინტერესება.  არა გატყუებთ როგრ არ მაინტერესებს. გაიგე ეხლა შენ მართლა მაინტერესებს თუარა. ანდა რომ მანტერესედეს შეიცვლება კი რამე.  შეიძლება შეიცვალოს , შეიძლება არა.
            შორს წავედი ტყულისი იდეის გარჩევაში. მგონი მაინც არვარ გულწფელი, არადა როგრ მინდოა უფრო  გავხსნილიყავი და მეთქვა რომ ეს ბლოგი ვიღაცისთვის თავის მოსაწონლებლად გავაკეთეთქო. მაგრამ ვისთვს ეს ჯერ ვერ დავადგინე.  რაღაც უზომოდ მომინდა ამ ბლოგის გაუქმება, რადგან აქ შეიძლება ჩემს ტყუილ სამყაროს ნიღაბი ჩამოეხსნას,  გააცამტვეროს ის რაც რაც ჩემგან არის შექმნილი.  მგონი გავეჭედა ტყუილსა და მართალს შორის. ....
(იცი საინტერესო  მარტოობაა, საკუთარ თავს რომ ატყუებ და მერე არც უტყდები რომ მოატყუე)

четверг, 9 сентября 2010 г.

შეშლილი-ისილიბთ


                                         (ფოტო თემებთან კავშირში არაა.. ეს ისე პროსტო)
 მიყვარს  ხოლმე ამ ქალაქში ჩამოსვალა. მართალია  დასვენებთ აქ ვერ ვისვენებ, მაგრამ 
საინტერესო შთაბეჭდილებებით ვბრუნდები  უკან. როცა მომბეზრდება ქუთაისის 
პატარა და უხმაურო ქუჩები, სწორედ მაშინ მოვდივარ აქ სადაც 
ხალხმრავლობა გვიანობამდეა და საკმარისი ხალხი დადის საიმისოდ, რომ დიდი ქალაქი 
ეწოდოს. მეკი ხან  პატარ პატარა საქმეებიმაქვს, ხანიკი უბრალოდ ჩემს საყვარელ საქმეს 
ვაკეთებ, ქუჩებში დავბოდიალებ. ვაკვირდები შენობებს, ვიტრინებს, და ხალხს 
რომლებიც გამუდმებით სადღაც მიიჩქარიან.
ახალი ,,პაკლონიკი“
   ჩემზე არ მაქვს საუბარი, საუბარს ჩემს დაზე წაოვიწყებ, რომელიც რამოდენიმე წლის წინ გადმოსახლდა ამ ქალაქში, მარტო და დღემდე აქ ცდილობს საყვარელი საქმე აკეთოს. თხრობასაც მისგან დავიწყებ.  ჩემი და 30 წლისაა. სიპატიური ახალგაზრდაა, მაგრამ ჯერ გაუთხოვარი, ამიტომ პერიოდულად ,,პაკლონიკები“ უჩნდება ხოლმე. ამასწინ გაბრაზებული მეპურეს სახე მახსოვს, იმ ქუჩაზე რომ შემომეფეთა სადაც ჩემი და ქირაობს ბინას და სადაც ყოველდღიურად დადის სახლიდან სამსახურში და პირქით. გამიკვირდა რატომ მომშრერებოდა ბრაზიანი სახით ეს მამაკაცი პატარა პურის საცხობის ფანჯრიდან. მერე როგრც გაირკვა  ჩემი დის ეგთეთ წოდებული ,,პაკლინიკი“ ყოფილა, ისე ჩუმად ჩემს დას რომა რ აგებინებს. მეკი იმიტომ მიმზერდა ეგრე, რომ  რამოდენიმეჯერ ჩემს დასთან ერთად პადრუჩკი გამოდებული ჩავიარეთ მის საცხობთან.  ნუ ეგ არაფერია.  დღეს დილით სახლიდან რომ გამოვედით იმავე ქუჩის  ერთ ერთის ახლის აივანზე შუახნის კაცი შევნიშნე. ფეხზე იდგა ხელში პატარა რქის ყანწი ეჭირა და რაღაც სასიყვარულო სიმღერას მღეროდა. გამიკვირდა მართალი გითხრათ. კი ვიცი რომ ეს ქალაქი ადრიანდ იღვიძებს მაგრამ ასე ადრე 9 საათზე რა დროის სმა და ღიღიანია. ყველაზე მეტად ჩემი დის კომენტარმა გამკვირვა, ,,ვაი ჩემი უიღბლობაო..“ როგროც გაირკვა ეს შუახნის მამაკაცს ჩემი და შეყვარებია. ნუ არვიცი ეგრე მუთხრა დამ ყოველი შმეთხვევისთვის. არვიცი ეს სასაცილოა თუ სატირალი, მაგრამ გულიანდად კი გადავიხარხალე.
მერის ნათესვი
ამ დიდი ქაალსის ავტობუსებიც მყვარს. განსაკუთრებით ის რომ მძღოლს სამგზავრო არ უნდა გადაუხადო, და თუ ისე ჩადი  ავტობუსიდან დედას და კეთილებს არ შემოგაგინებს. თუმცა კარგია კონტროიოერები რომ არ ყავდეთ, რომლებიც ზოგჯერ იმ დროს დაგადგებიან რომ ....
არა მე თითქმის სულ ვიხი ფულს, მაგრამ იმ გადაჭედილ ავტობუსში სადაც შენ უკან ამოხვედი და სალარო აპარატი კი წინ დგას და იქამდე კი 100 კაცია, რთულია აიღო ბილეთი. ეგრე იყო კონტროლიორი რომ დამადგა თავზე. თუმცა ჩემამდე ერთ შუახნის ქლს დაადგა თავზე, ბილეთიო მოსთხოვა. ქალმა ნაზად გაუღიმა და მიუგო..
-მე ნათესავივარ, ვერმიცანით.
- ვიინ? -გაუკვიდა კონტროლიორს . ვერ მიხვდა რაზე ესაუბრეობდა ქალი-
-მე მერის ნათესავივარ, აი იმის რაქვია იმას- მერის სახელი ვერ გაიხსენა, უფრომ სწორედ მისი ნათესავის. -ხო მისი ნათესავივარ, უბრალოდ მანქანა გამიფუჭდა, არა უფრომ სწორედ ოპერაციოა გავიკეთე და ამიტომ დავდივარ ავტობუსითო.
კონტროლიორმა მე გადმომხედა ---შენც მერის ნათესავიხარო? - ისე ეგეთ ტყუილს თავად მერიც ვერ მოფიქრებდა კონტროლიორიგან რომ დაეძვრინა თვი დამეთანხმებით ალბათ.
ახალი წიგნი და ალბათ საკნდალი?
ბევრ საინტერესო რამე წააწყდები ამ ქალაქში. აგერ ერთ დიდ გამზირს მოყვებოდი და ილიას უნივერსიტეტთან ცოტა ხალხმრავლობა შევნიშნე.  აქედან ერთ ერთი ცნობილი მწერალი იყო თუარვცდები, ბურჭულაძე.  სადღაც წარჭრეასაც მოვკარი თვალი, ახალი წიგნის პრეზეტაციას შეეხებოდა.  ალბათ ახალი სკანდალის აგორებას უნდა ვეოდოთ. განრისხებულ სამღვდლეობას და მხრებ აჩეჩებულ მთავრობას,  ,,აბა ჩვენ რავიცითო.“ ნუ ამას მალე გაივგებთ, იმოთომ რომ ახლო მახლოს ტელევიზიის გადამები ჯგუფი შევნიშნე... ალბათ სკანდალის  ხელში ჩაგდების იმედიაქვთ.
რომ მოვდიოდი ქუჩაში ვფიქრობდი იმაზე ეს სამი თემა რა კავშირშია ერთმანეთთან მეთქი. ერთ ქუდის ქვეში რატომ უნდა გაერთიანდესთქო, ამ დროს შენობის ფასადზე დაკიდებული დიდი ბილბორდი ასევე დიდი შრიფტით შევნიშნე წარწერით ,,ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში“  ალბათ ასეცარის. თუმცა მე პრინციპში ეგ ნაკლებად მაინტერესებს.  მთავარია ცოტა შთაბეჭდილებებით გავამდიდრე გონება, რასაც ჯიბეზე ვერ ვიტყვი. (ბოდიშ გიხდით გაურედაქტირებელი და ტავტოლოგიებით სავსე ტექსტისთვის )

пятница, 3 сентября 2010 г.

ჩემი ანტი დეპრესანტი



მინდა გითხრათ რიმ მხიარული ადამაინივარ, ზოგჯერ ზედემტად. ბუნებრივია მეც მაქვს რთული პერიოდები, ამისდა მიუხედავად ვცდილობ სხვას არ გადაცდო ჩემი უხასიათობა და ძალაუნებურად იდიოტივით ვიკრიჭები.  ზოგჯერ საკუთარი თავი ჭკუა სუსტი მგონია. ისეთ დროს მომსვლია მხიარული ხასიათი თავადაც გამკვირვებია.  თუმცა ამასაც თავისი ახსნა აქვს იმედია.
ნამდვლიად არ დამავიწყდება  აგვისტოს ომის პერიოდი.  მძიმე დრო იდგა.  ცხელი დღეები, სულიშ შემძვრელი ინფორმაციები ბრძოლის ველიდან და გაჭედილი საინფორმაციო წყაროები. მახსოვს სამსახურში ვიყავი ამ შუა ზაფხულში , აბა სახში რა გამაჩერებდა და  მძიმე ხასიათზე ლამის დეპრესიაში ჩავარდნმილები თანამშრომელები ერთმანეთს ვამშვიდებდით. საინფორმაციოს წამყვანი ანი თითქმის ცრემლმორეული შედიდოდა ეთერში. ვერც დირექცია იყო მთლად საიმედო განწყობაზე, ზოგჯერ ვიჯექით ტელევიზორს შევცქეროდით და ორი სიტყვის თქმის თავი არ გქონდა. დაძაბულობა წუთიდან წუთზე იზრდებოდა და აი როცა დაძაბულობამ პიკს მიაღწია ვიგრძენი რომ მოვეშვი. თითქოსდა ყველაფერი დასრულდა და უჩვეულოდ მხიარულ ხასიათზე დავდექი.  არვიცი ამას ფსიქოლოგები რას დაარქმევენ,  გონების გადაგრუზვა თუ ბლოკირება, აშკარა იყო რომ არა ამრტო მე არამედ სხვა თანამშრომლებასაც ცოტა ღიმილი შეეპარა ლამის განადგურებულ სახეზე. საოცარია არა ადამიანის ფსიქიკა, მე  ამას ქართულ ფსიქიკას ვუწოდებ. უფრო იმერულს, რთულ მომენტებშიც რომ ვახერხებთ იუმორის ელემენტების შეტანას სიტუაციაში....
კიდევ ერთი მომენტი მახსენდება შედარებით მსუბუქი. სადღაც ერთი წლის წინ იყო. 10 ახალგაზრდა ბიჭი ერთი რაიონიდან ჯარში გაგვიწვიეს,  თბილიში სამხედროს შემოწმმებაზე გაგვიყვანეს.  ბუნებრივია არავის სურდა ჯარში წასვლა. სამედიცინო შემოწმების დროს ვინ რას არ ჩალიჩობდა რომ თავიდან აეცილებინა სამხედრო სამსახური. ხან ნათესავები, ხანაც  იმის მტკიცება რომ ვერ ხედავს ან ფსიქიკურად შეშლილია, ნუ ერთი სიტყვით  ჩემთვის სახალისო სიტუაცია ჩამოყალიბდა.  მე თითქოსდა არ მაჯავრებდა რა მელოდა, ბუნებრივია დაძაბული ვიყავი მაგრამ, რომ ვნახე დანარჩენი ბიჭები როგრ ღელავდენენ გადავწყვიტე ჩემი იუმორი ბოლომდე გამომეხატა, რათა ოდნავ მაინც დამემშვიდბინა სიტუაცია.  ჩემმა თავხედობამ თავადაც გამაკვირვა, ჯერ იყოდა ერთი სამხედრო შევიკალი, იმდენი კითხვა დავუსცსვი თუ რა გველოდა ახალწვეულებს, ტიპმა ბოლოს თავიდან მომიცილა. ალბათ იფიქრა ეს ჟურნალისტი თუ ჩემს ბრიგადაში მოხვდა ან მე მომკლავდა ან საუთარ თავს მოუხერხებდა რამეს. ნუ ერთი სიტყვით  გამეხსნა საღერღელი და იმდენ შევძელი, რომ ის წვევანდელები რომელბიც ლამის თავს იკლავდენენ არ წამიყვანთ, ჩემთან ერთად ჯარში წასვლაზე ყველა თანახმა იყო. ერთმა ისიც მითხრა ,, ჯანდაბას თუ წამიყვანესო იცოდე მე და შენ მაგრად უნდა გავატრაკთო“ ბაზარი არაა  მივუგე მეც.  საბოლოოდ ამ ათი გულანთებული წვევანდელიდან მხოლოდ 2 დაიტოვეს. დანარჩენები სახლში გამოგვიშვეს. თუმცა ის დღე  დაგვჩა ყველას მოსაგონელბად. მართალია ჯარში ჯერაც არ ვყოფილვარ, თუმცა ჯარის ნაცნობები უკვე ბლომად შევიძინე. და ეს იუმორის ხარჯზე....  მართალი გითხრათ რამ გამახსენა ეხლა ეს ლაითი სიტუაციები, ამ დაგრუზულ გულზე ნამდვილად არვიცი. უბრალდო ცოტა თავის გამხიარულება მომინდა ალბათ..........................................

среда, 1 сентября 2010 г.

ცხელი საღამო საყვარელ მუსიკებთაბ ერთად


ეხლა როცა ქუთაისიში საშინლად ცხელა და ასეთივე ცხელი ქარი ქრის, როცა ვერსად ემალები ამ დამთრგუნველ სიტუაციას, ფილმის ყურება მომინდა და შემთხვევით ერთ უბრალო ფილმს გადავაწყდი. საერთოდ კინოებს ეგრე ბრმად ვიწერ ხოლმე ინტერნეტიდან, მერე ჩაუჯდები და ვუყურებ.თუ ბოევიკი ან კიდევ რამე ეგეთუ უაზრობა არ აღმოჩნდა ხო კარგი, თუარადა ამ სიცხეში არ მე ბოევიკება პირდაპირ გეტყვით. ხო მგონი იმ ფილმზე გიყვებოდით უკვე ვთქვი უბრალო ცოტა სენტიმენტალური, არა საკმაოდ სენტიმენტალური ფილმი აღმოჩჩნდა. ფილმს My_Own_Love_Song. ქვია. ნუ ვინც იცის ინგლისური თავად თარგმნოს ..2010მწლის ფილმია და მთავარ როლს რენე ზელვეგერი ასრულებს. არასდროს ვყოფილვარ ამ ქალის დიდი გულშემატკივარი თუმცა ამ ფილმში მომეწონა. ფილმი მარტივია. ინვალიდი მარტოხელა ქალი, მისი შეშლილი ასევე მარტოხელა ზანგი მეგობარი, რომელიც სულებს ესაუბრება და ამერიკელებისთვის საყვარლი თემა, მოგზაურობა შტატიდან შტატში უბრალოდ იმისთვის რომ სხვა სულებთან მოლაპარაკე ნახონ და კიდევ 7 წლის უნახავ შვილს დედა შეახვედროს. ერთობ მარტივი სიუჟეტია და მარტივი ჰეფი ენდი, თუმცა მიყვარს ეგეთი ფილმები. პატარა პატარა თავგადასავლები მოგზაურობისას, შეცნობილი რეალობა და ადამიანთა ნათელი სახეები. ოცნებისთვის ხელსაყრელი კადრები და შეგრძნება რომელიც ფილმის ნახვით გრჩება სულში. ამ ერთობ ჩვეულებრივმა ჰოლივუდურმა ფილმმა უბრალოდ გამიხალისა ეს მოჟამული, ქარიანი ცხელი საღამო. ეხლა მხოლოდ 22:03 საათია და ისეთი შეგრძნებაა რომ ეს ღამე არასდროს დამთავრდება, არადა რა ლამაზი კადრები გამომყვა იმ ფილმიდან. სოფლის სახლები და ლამაზად მორთულული ეზო, ულამაზესი ფეიერვერკი და უზარმაზარი მთვარე, ერთი სიტყვით თუკი მეოცნებე განწყობაზეხართ მოიძიეთ ეს ფილმი და თავადნახეთ. მეკი მალე ლეპტოპი დამიჯდება, შუქი სამწუხაროდ ქარმა გათიშა და ისღა მარჩენია  დავიძინო და იმის იმედით რომ სიზმარში ვნახავ ფილმში ნანახ ზოგიერთ ადგილს.
(დღეს რაღან ნამეტანი რონამტიულ განწყობაზევარ და ეს სმაღერა Run Away-ც  არ მცილდება. ჩანს დროა მეც გავიქცე, ოღონდ არვიცი საით :)

вторник, 31 августа 2010 г.

სულიერად გარყვნილი



რა უცნაურია ზოგჯერ ადამიანი გეუბნება გაყვნილიხარო, შენკი პასუხობ შეიძლება, ან კიდევ რატომაც არა. თუმცა ეს როცა ხუმრობით არის ნათქვამი, თუმცა სერიოზულადაც რომ ეთქვათ, ჩემში იგივე რეაქცია იქნებოდა. გაუღიმებდი და გავატარებდი, რადგან იმის მტკიცებას ნამდვილად არ მოვყვებოდი, რომ პატიოასნივარ და რასქვია შენ მე ეს მაკადრეტქო. სისულელა რადგან ყოველი ჩვენგაი რაღაც დოზით გარყვნილია. მეც მიყიდია ჟურნალი სექსტაზი და ტუალეტში მიმასტურბირებია. არც პორნო საიტებზე შესვლისგან შემიკავებია თავი და საერთოდაც ბევრჯერ მიფიქრია სექსუალურ ორგიაზე. ვითომ რა არის ამაში გასაკვირი და უცნაიური. შენ წარმოიდგინმე იქაც კი შემომპარვია ეს გარყვნილი აზრები, სადაც ეს ყველაზე ნაკლებად უნდა მოგდიოდეს ადამიანს თავში. არ დავასახელებ იმ ადგილს, რადგან შეიძლება ამისთვის ვიღაცეებმა ჩამქოლონ კიდეც, თუმცა ვინც მოაზროვნეა ის მიხვდებოდა რაზე ვსაუბრობ.
დთეს ისევ მითხრა იმ ადამიანმა გარყვნილი სული გაქვსო. ბუნებრივია ხუმრობით, იმედია ხუმრობით, თუმცა რომ ჩაუფიქრდი შესაძლოა ეს ეგრცაარის. როგორ არ მრცხვენია ამის აღიარება, თუმცა იმ ადამიანისგა არ მიკვირს ეგეთი შენიშვენბი, თავადაც არა ერთხელ უღიარებია, მეო ისეთ ნაწარმოებს ან კინობილმს არაფრად მიიჩნევო მაში თუნდაც ერთ ეროტიული პასაჟი არ იქნაო. თავადაც პოეტია ეს ადამიანი, ჩემგან განსხვაცვებით უმარავი წიგნიაქვს წაკითხული და კარგად ესმის რასნიშნავს როცა რომანში საკმაოდ გაკრგადარის სექსის სცეენები ასახული, დეტალურად, დაწვრილებით და რაც შეიძლებარ რეალისტურად. ბუნებრივია ეს ხელოვნების ნაწილია და მისი უარყოფა ვერ ხერხდება, და არც. მახოსვს როცა პირველად უნივერსიტეტში კინომცოდენობის ლექციაზე სოდომის 120 დღე გვაჩვენეს, ჩემი მოკლე კომენტარი ეგეთი იყო, ეს პორნოგრაფიაა მეთქი, რითიც აღვაშფოთე ლექტორი, თუმცა პატიოსანი ბიჭის სახელი დავიმკვიდრე კურსელ გოგონებში. მართალი გითხრათ ეს ფილმი მერე არა ერთხელ ვნახე ჩუმად მარტომ. თუმცა მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი. ერთი უბრალო სოფლელი ბავშვი, რომელიც ისეთ გარემოში გაიზარდა სადაც მაინცადამანიც თავსიუფლად არ საუბრობდენნ სექსუალურ თემებზე. მხოლოდ მამაჩემი თუ შეგვაგინებდა მე და ჩემს ძმას გამზრდელს და მგამკეთებელს, ანცობის დროს. თქვენ წარმნოიდგინეთ მხოლოდ მე-8 კლასში გავიგე საიდან ჩნდებოდნეენ ბავშვები, ისიც ანატომიის წიგიდან სადაც დეტალურად ეხატა სასქესო ორგანოები. ბუნებრივია წიგნის ეს თავი დეტალურად და დროზე ადრე შევისწავლეთ მაშინ კლასელმა ბიჭებმა. დიდი აღმოჩენა იყო მაშინ როცა მივხვდით რომ ერთი ორგანო ხან გვეზრდებოდა ხანაც პატარავდებოდა, ადრე რომ მარტო შარდის დასაქცევად ვიყენებდით.
განსხვავდებიან ადამიანები თავისი გარყვნილებით. თუმცა ვერვიტყვი ვინც ბევრს საუბრობს საკუთარ სექსუალურ მიღწებევზე ის უფრომ გარყვნილია, თუ ის რომელიც სექსის ხსენებაზე ხან წითლდება ხან ლურჯდება. ეს ძირითადად თინეიჯერებს ემართებათთ, რომლებსაც ჯერ არ ქონიათ სექსი და ოცნებობენ იმ დღეზე როცა ეს მოხდება მათ ცხოვრებაში, ვითომც ამაზე უკეთესი რა უნდა მოხდესო. პირველ სექსზე გამახსენდა, ბუნებრივია მე ჩემი ირველი მთლად კარგად არ მახოსვს, იმდენად ეიფორიაში ვიყავი, მაგრამ სხვისაზე შემიძლია მოგიყვეთ. ამასწინ რაღაც კონცერტზე ვიყავი თეატრში. იქვე ახლოს ზედა იარუსზე მეზობელი შევნიშნე, ვიცოდი მანქანით იქნებოდა და ვთხოვე ერთი ადგილი ჩემთვის შეენახა რომ სახლამდე მივეყვანე. მან არარის ბაზარიო მაგრამ მანამ რაღაც სხვა საქმე არიოს და ნუ ერთი საათი დაგვაგვიანდება. საქმე იმაში იყო რომ ამ ჩემს მეზობელს ნათესავი ჩამოსვლია რუსთვიდან. 17 წლის ბიჭი რომლის ასე რომ ვთქვათ ქალთან წაყვანას აპირებდენენ, ანუ როგორც თავად  იტყოდენენ, უნდა გავხედნოთო. ნუ კარგი ვიცოდი ეგ სიამოვენბა 80 ლარი ჯდებოდა, მარტო ერთის ფუი იყო სანამ ეს 17 წლის ახალგაზრდა იხედნებოდა კოსტიას სასტუმროს ბინძურ ნომერში, უკვე კარგად გამოცდილ ქალთან, ჩვენ ქვემოთ ვბალელჩკობდით. ჩემს მეზობელს უხაროდა რომ დაეხმა რა მის ნთესავს პირველი სექსი ქონოდა. თუმც რა ახარებდა ის  80 ლარი სწავლის გადასახადიდან ქონდა აღებული და მართალი გითხრა ის 17 წლის ბიჭი მაინცადამაინც გამოუცდელი არ ჩანდა. ჩენ რომ გვეგონა პირველად არის ქალთანო, რთული მისახვედრი არიყო კოსტიას სასტუმროდან გამოსულს მთლად ისე არ უნათებდა თვალები როგორც საჭიროა, ეს იმას ნიშნავდა რომ ან მას არ მოეწონა სექსი, ანდა ეს მისთვის ნაცნობი თემა იყო. ერთი სიტყვით რომელი დარჩა გახედნილი თავად გამოცანით. ეს არაფრის მთემელი ისტორია ისე მოვაყოლე. მე ბუნებრივია თავს შევიკავებ საკუთარი სექსუალრ მიღწევებზე გესაუბრთ.ეს იმ ბიჭების საქმეა სხვა სასაუბრო თემის მიგნება რომ უჭირთ სუსტი ინტელექტის გამო. მე საერთოდ მოკრძალებული პიროვნებავარ და მიმაჩნია რომ სექსი და მასთან დაკავშირებული ამბევი ეს მეტად პირადულია და ის მარტო იმან უნდა იცოდეს, ვისაც რაიმე შედეგს მოუტიანს ამის ცოდანა.  ასერომ კარგად ჩავიხედოთ საკუთარ სულში. თუ თვლით რომ თქვენც გარყვნილიხართ ცოტათი მაინც, არ მოგერიდოთ აღაიარება. შეგიძლიათ აღსარება მოძღვარს უთხრათ, ხოლო იმათ ვისაც ჩემსავით მოძღვარი არაგყავს და ეკლესიაშიც ხშირად არ დადიხს, შეგიძლიათ მოუხშიროთ ეკლესიაში სიარულს, ანდა უბრალოდ აღიაროთ რომ თქვენც ადამიანიხართ თავისი სისუსეტეებით.

понедельник, 30 августа 2010 г.

დაუმთავრებელი


არაფრის გასენება არმინდა, ის რაც მოხდა ჩაბარდა წარსუსლ. თუმცა ვიცი, რომ არა ერთხელ შემახსენებს თავს, მაგრამ მაინც არმინდა რომ მახსნედებოდეს. ვერგეტყვით რომ ძალაიმ მწარე მოსაგონებელია, თუმცა არც ღიმლისიმ მომგვრელი არა რის და არმიდნა საერთოდ მახსენდებოდეს არ მინდააა..............
როცა გამეღვიძა დილით ვიგრძენი, რომ რაღაც უაზროდ მიყავი. თვალის გახელა არმინოდად, ვიფიქრე რა მერე, რომ გავიღვიძო. არაფრი არ მახსოვდა ვინ ვიყავი, სად ვიყავი და რა უნდა მეკეთებია. რაღაც უპერსპექტივობის და უიმედობის გრძანობა მძიმედ მაწვა გულზე. ისევ ვცადე დაძინება, იქნებ რამე შეცვლილიყოსთქო, მაგრამ არა თვალოს რომ ვახელდი მხოლოდ დაალქავებულ ჭერს ვხედავდი, ადგილ ადგილ დამსკდარს და სიძველისგან გაყვითლებულს, რაღაც არა მიმზდველად მეჩვენებოდა ყველფერი. უცებ რაღაც გამახსენდა და თავე მოვივლე ხელი. თავზე საკმარისზე მეტი თმა აღმომჩნდა, არადა მგონი შევიჭერი და თანაც ძალიან დაბალზე. ფეხზე წამოვარდი და სარკეში ჩავიხედე. თავზე კატასტროფააა, დაუვარხცცხენელი თმები და დაუბანელი სახე. მხოლოდ ეხლა მივხვდი ვინ მიმზერდა სარკედან.. გავიფიქრე უფ ისევ შენ. რა მოხდებოდა ერთხელ მაინც სხვა დამხვედროდა სარკეში, საკუთარ ფიქრებზე გამეღიმა. დაიკიდე რა გავიგფიქრე, რაცვარ ესვარ. აი თმებს შევიჭირი, პირს დავიბან და ეგაა. სკაიფო ტიპი დავდგები. მერე გავივლი ქალაქში და ვიღაც-ვიგაცეები თვლასაც გამოამყოლებს და იტყვიან..........ფუ რასგავს ეგ უპატრონო. მე არ არ შევიმჩნევ, არადა რა შესამჩნევია. ისე სულ მაინტერესებდა რას ფიქრებენ ის ხალხი ქუჩაში რომ შემხვდებიან და შემომხედავენ. თუმცა არ ღირს ვიცოდე ეს. ბოლოდროს აკვიატებულ სიტყვას დავამათტებდი .. მკიდია ვინ რას ფიქრობს ჩემზე .. და ერთი მეგობრის სიტყვებს მოვიშველიებდი... მე საერთოდ არ ვფიქრობ თქვენზე.

пятница, 27 августа 2010 г.

გარდაცვალებიდან დაბადებამდე

გუშინ გვიან მოვკვდი. ბატარეიკები დამიჯდა . უგონოდ და უღონოდ ვეგდე რამოდენიმე საათი, არ მტკენია, არმიგრძვნია არაფერი. არც ტყვია, არც ლახვარი.. მგონი არც სიმაღლიდან გადმოვარდნილვარ, იმ სიმაღლეზე ჯერ არ ავსულვარ, რომ იქედან გადმოვარდნა მტკენოდა. ერთი სიტყვით გუშინ არაფერი სიეთი არ მომხდარა, უბრალოდ მოვკვდი და ეგრე უგოო უსულო და კიდევ ტანსაცმის გარეშე გათენებამდე ვეგდე. დილით თვალები გავახილე, მზეს ვერ მოვკარი თვალი, წვინდა. გამიხარდა რომ ჩემი გუშინდელი გარდაცვალება არავის გაუგია, არავის უკივლია და არავის უთქვამს ის საქებარი სიტყვები ჩემს ცხედართან რომელსაც არავინ ამბობს სანამ ცოცხალივარ. არავის აჩუყებია გული და არ მოუგონებია უაზრო მომენტები წარსულიდან, რომლის გახსენებაც არმიყვარს ხოლმე, და არავის გადაუქნებვია თავი ეგ რა პატრიოტი დავკარქეთო. უბრალოდ გამეხარდა რომ უბრალოდ გამეღვიძა და ეგრევე უბრალოდ დაიწყო ახალი დღე.
გარდაცვალებაზე გაამხსენდა, გუშინ ახალი იდეა დამებადა, მაგრამ ჯერ არ გამიმხელი აარავისთვის. ანდა რა აზრი აქვს მის გამხელას, რამდენი რამ მომსვლია ამ უაზრო თავში, იდეა თითქმის სულ კარგია (არ ვაჭარბებ ნაღდად, მხოლოდ ვმარიოჟობ მსუბუქად) მხოლოდ იდეების განხორციელბსი გზები და ხერხებია შეზღუდულო, ანუ იმის თქმა მინდა რომ ზოგჯერ იდეის დაბადება, მის გარდაცვალებას მხოლოდ ხუთი წუთით უსწრებს წინ.

четверг, 26 августа 2010 г.

მე?!

დავფიქრდი, გავაანალიზე და ამინც ვერ გავიგე. არვიცი და არც მინდა ვიცოდე რა და როგორ. აბსურდია არა. მეც ეგრე მეჩვენება რომ აბსურდია. თუმცა ნაკლებად ვენდობი მოჩვენებით რაღაცეებს, რადგან მიმაჩნია, რომ არ არსებობს დამოუკიდებალად არაფერი, ყველაფერი ურთიერთ კავშირშია, თუნდაც ის რომ ვწერ და არვიცი რა ვწერო. იქნებ იმაზე რომ უბედურივარ, თუმცა რატომ, რაღაც ეტაპზე თავს ბედნიერადა ვგრძნობ. ყოველ შემთხვევაში არის ჩემს ცხოვრებაში ბედნიერი წუთები. თუნდაც მაშინ ხელფასს რომ ავიღებ, თავი უმდიდრესი ადამიანი მგონია, თუმცა როგროც კი გავიაზრებ რა რაზე დამეხარჯება შიში მიბყრობს, ვაი თუ უკაპოდ დავრჩი...(ან უთეთროდ.. ორივე ერთი ყ- არის) ვერვიტან ამისგამო საკუთარ თავს, იმის გამო რომ მატერიალისტი და ზარმაცი გავხდი.  პრინციპში ზარმაცი ადარეც ვიყავ, აი მატერიალისტი  მოგვიანებით დამეატა ჩემს სტატუსს.
ბევრი ფიქრობს რომ ბედნიერება ფულშია. ბევრ ფულში.  მართალი გითხრადა მეც ეგრე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში მანამ  სანამ საკამრისი ფული არამაქვს. მინდა  თავი თავისუფლად ვიგრძნო. რატომღაც მიმაჩნია თუ ბევრი ფული მექნება, სრულ თავისუფლებას მოვიპოვებ. თავისუფლებას ყველასგან და ყველაფრისგან, მშობლებისგან, სამუშაოსან.. და იმ ბიზნესმენიებისგან რომელთა კეთილ ნებაზეც დამოკიდებული დღეს ჩემი ანაზღაურება.  ეს ფიქები ხშირად აბსურდში გადამიდის, ამიტომ აღარ გავაგრძელებ.
     ფულზე გამახსენდა დღეს ქვეყანაში თითქმის ყველა ოცენბობს ჯეკპოტის მოხსნაზე. 3 მილიონი და კიდევ რამოდენიმე ასეული ათასი ბევრმა უკვე არაერთხელ დახარჯა საკუთარ გონებაში. გამოგიტყდებით მეც მქონდა ეგეთი მცდელობა, მეც მიფიქრია და ღმერთისთვის მითხოვია ეს თანხა ჩემი გახდეს მეთქი, მერე შემრცხვენია..... კვირეები გადის და ღმერთი არ გახსენედება, და მარტო მაშინ იხსენებ, როცა მილიონერი გინდა გახდეთქო.  ლატარეაში ფულის მოგებასთან დაკავშირებით ხშირად ვიმეორებ ხოლმე ერთ ანეკდოტს.   აი კაცი რომ ეხვეწებაღმერთს  ,,ღმერთო ფული მომაგებინოე“ გამუდმებით ეხვეწება..  ჰოდა წმინდანებს შეეცოდებათ ეს კაცი და უშუამდგომლებენ ღმერთთან ,,იქნებ ერთხელ ამინც მოაგებინო რასაც გთხოვსო".. გაბრაზდება ღმერთი.. რითი მოვაგებინო მაგ ოხერსო?! ლატარიის ბილეთი მაინც იყიდოსო“  ხო ვიცი არცი სე სასაცილო ნაწყვეტია, მაგრამ ეგ ჩემზე იყო გამოჭრილი. რაც ეს მილიონიებიაი გათამაშება დაიწყო ბილეთი არმქონდა ნაყიდი და ბუნებრივია არც მოგების შანსი მქონდა, ტყუილი იყო ღმერისადმი იმის თხოვან მომაგებინეთქო. რატომღაც ამ საკითხში საშინელი პესისმიტივარ.. თუმცა ერთხელ მაინც ვიყიდე ლატარიის ბილეთი. მახსოვს ფულის დაშილა მინდოდა და არავინ დამიშალა, მაშინ გადავწივიტე ბილეთის ყიდვა და რიცხვებიც თვალდახუჭლმა შემოვხაზე,,, არ მქონდა გამარჯვების იმედი ხოდა არც არაფრი მომიგია. შემეშივით არ მჯერა კონკიას ზღაპრის. ისე ვერ გავიგე ეს საუბრარი რას მოვაყოლე J
მოდი  ამ თემას იქ დავასრუებ სადაც დავიწიე... არადა ეხლა გადავხედე დასაწყის და მართალი გითხრა ვერ გავიგე რითი დავიწყე, ალბათ რაღაცის თქმა მინდოდა , მაგრამ დამავიეყდა რისი.
კიდევ ერთი ყელში ამომივიდა ეს კორექტურული შეცდეომები. დავწეერ და მაერე მეზარება გასწორებააააა.  არადა წერის დროს, სისწრაფეში რამდენ შეცდომებს ვუშვებ.... უუუუფფფფ. (ხო ესეც ჩემი თავის გამოძვრენის მცდელობა )
 ბოლოდროს ერთი სიმღერა ამეკვიატა, ჩვევისამებრ. Run Away ქვია.... ნეტა ხო კარგადაა ჩემი საქმეები?! :P