среда, 16 февраля 2011 г.

ნაკლებად კომპეტენტურის პოსტი


ტელე-ეთერიდან  ჯონ ლენონის სასიამოვნო ხმა იღვრებოდა. ინგლისურენოვანი სიმღერების მოძულე ჩემი მშობლებიც წყანრად, აუღელვებლად უსმენდენენ სასიანოვნო ჰანგებს და უყურებდნენ როიალთან მჯდარ მგვალ სათვალეებიან, თმაგაწეწილ კაცს, რომელიც თავის იაპონელ, თუ ჩინელ მეუღლეს სიმღერას უმღეროდა. ზოგჯერ ეს საკამოდ ნაცნობი სიმღერა უფრო მეტია ვიდრე კარგი, გემოვნებიანი და ჰარმონიული სიმღერა. ზოგჯერ ეს ცივი წყალია გათანგველ სიცხეში, ანდა პირიქით თბილი წყალი, აუტანელ სიცივეში. ბოლომდე უსმენდით ლენონის სიმღერას. პულტისმპყრობელ ძმას,  ეხლა რატომღაც ხელი მოედუნებია. ეს მუსიკალური პაუზა ამჯერად მე დავარღვია და დანანებით ვთქვი ,,მშურს იმათი ვინც ,,ბითლების ",  ,,როლინგ სტოუნის"  ან ,,პინკ ფლოიდის" კონერტებზე არის დანასწრები, აბა მე სად უნდა გამემხილა, რომ სულ  ორიოდე საათის წინ ანრი ჯოხაძის კონცერტზე ვიყავი.
 ბევრი ვირბინე კამერით კულისებსა და მსმენელებში, კარგი კადრის აღებას ვცდილობდი, სამუშაოს ვასულებდი, მაგრამ ეს უაზრო მუსიკა, რომელიც სცენიდან ჩანაწერის სახით გადმოდიოდა ცუდ ხასიათზე მაყენებდა. გქონიათ ისეთი განცდა მუსიკას უსმენ და იმის ნაცვლად რომ გესიანოვნოს გულზე სკდები, ყელში ქვასავით გეჩხირება და ნერვებზე იშლები, მე სწორედ ეგრე ვიყავი. ერთიანად გამოცლილი ენერგისგან. როდესაც მოვრჩი გადაღებას მსნელებს შორის დავჯექი და ჩემს კოლეგას შევჩივლე მალე წავალთ თუარა მეთქი, რადგან ამ გულის ამრევ სიტუაციას დიდხანს ვერ გავუძლებთქო, პასუხად დატუქსვა მივიღე, აღმოჩნდა, რომ არმაქვს უფლება ეგრე სხვის თადასწრებით ჩემი აზრი გამოვთქვა მუსიკოსის და ვაი მუსიკასთან დაკავშირებით. მითუმეტეს მაშინ როცა მედია ორგანიზაციას წარმოადგენ. შეიძლება სამართლიანიც იყო საყვედური. ჩემი მუსიკალური კრიტიკის გამო ძალინ ხშირად მომხვედრია საყვედური, მშობლებისგან, დებისგან და საერთოდ ახლობელი ადამიანებისგან. თურემ რადგანაც მე არ მომწონს არ ნიშნავს რომ ცუდია, ამდენი ხალხი ხომ არ შეცდება, მოსახლეობის უმეტესობას მოწონს ,,ტაშ ტაშ ტარამტარამ" და მე რა უფელბა ამქვს ამ მუსიკაში ეჭვი შევიტანო, მეტიც ამ მუსიკოსებს უნიჭო და უაზრო ვუწოდო გამოდის, რომ ამით  უმეტესობას უგემოვნოს ვუწოდებ, არა მე მაგდენს ვერ ავიღებ ჩემს თავზე, მითუმეტეს მე მუსიკის უბრალო მოყვარული და ნაკლებად კომპეტენტური, თუმცა რისი მეშანია.... თუ მაინც გადაწყვეტთ დღევანდელი ქართული ესტრადის შედევრები დიაცვათ, სოციალურ ქსელ ფეისბუკში ერთ ჯგუფს მიგასწავლით (დავაფსი ქართულ ესტრადას) იმედია ძალიან იხალისებთ. თუმცა თუ სიტუაციას გადავხედავთ აშკარაა, რომ უმცირესობაშივერ, იმ უმცირესობაში სადაც სხვა ტიპის მუსიკა მოწონთ, სადაც ცოცხალ შესრულებას და იმპროვიზაციას აფასებენმ, სადაც მუსიკის ტექსტი და თავად მსუიკა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.  მე არვარ სმუსიკოსი, თქვენ წარმოიდგინეთ ვერცერთ ინსტრუმენტზე ვერ ვუკრავ და უზომოდ მშურს მათი ვინც არამარტო უკრავს და მღერის, არამედ ქმნის მუსიკას, (ტაშ ტაშ ტარამტარამის შემქნელზე არმაქვს საუბარი გაითვალისწინეთ) აი ვის ვეძახი მე მუსიკოსს, ვის განვიხილავ რეალურ შემოქმედად. დღეს მომრავლდა ქვეყანაში გადამღერებელი მომღერლები, რომლებიც უკვე ათასჯერ ნამღერს ისევ და ისევ მღერიან, და თანაც არანაირი იმპროვიზაცია და სიახლე.  უდავოა ყველა ნიჭერია, მაგრამ ეგრე როდემდე უნდა გაგრძელდეს? ვისააქვს პასუხი. როდემდე უნდა იმღერონ გოგი დოლიძის და ინოლა გურგულიას სიმღერები მუსიკალურ კონკურსებზე, ანდა როდემდე უნდა ტარდებოდეს შემსრულებელთა კონკურსები მაშნ როცა ახალი კომპოზოტორები, ახალი სიტყვის მთქმელები იკარგებიან ამ ვაგხანალიაში? ღმერთო ჩემო რა პათეტიკაა.. კაცი იფიქრებს დიდად შემტკივა გული ქართულ ესტრადაზე, პრინციპში ვერც იმას ვიტყვი მკიდიათქოოო. ერთი სიტყვით უაზროა ამ თემაზე ჩემი საუბარი................................
  მე მიყვარს მუსიკა და ხშირად საკუარ ფონოტეკას დავატარებ მობილურით, რადგან ვიცი რომ როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ანდა შორ გზაზე მივდივარ, სადაც აუცილებლად გაისმება ავტობუსის ან მარშუტკის მძღოლის გემოვნებით შერჩეული მუსიკა,
არმინდა ბევრი ვისაუბრო მუსიკაზე რადგან მე ამ სფეროში ყველაზე ნეკლებად ვარ კომპეტენტური, რატომღაც ამ პოსტს, რომ ვწერდი დარწმუნებული ვიყავი, რომ მას მარტო ისინი წაიკითხავენ ვის მუსიკალურ გემოვნებას შეიძლია თავისუფლად მივენდო. ამიტომ აქ თუ დავწერ ძრს ქართული ესტრადა ნინო ჩხეძის თამადობით, არავინ მიაწერს ჩემს ბლოგს უკმაყოფილო კომენტარს, ამიტომ მე არაფერს არ ვიტყვი უბრალოდ ერთ მუსკას შემოგთავაზებთ, რომელიც შიძლება არ იყოს დიდი მუსიკალური შედევრი, მითუმეტეს ქართულ ენაზე არ იმღერება, მაგრამ რაღაც არის, საინტერესო და იმედის მომცემი..
მიყევით ლინკს