понедельник, 14 марта 2011 г.

სიღრმე



     სადღაც დავიკარგე. თითქოსდა აქავარ, მაგრამ არვარ, საკუთარ თავს ვეღარ ვხედავ. პანიკაშივარ, შეიძლება ისტერიკაშიც. გარეგნულად ეს ნაკლებად მემეჩნევა მაგრამ შორსვარ რეალოსბისგან, სადღაც სიღრმეებისკენ მივიწევ გამუდმებით, იქით სადაც ვიცი ვერ გავძლებ დიდანს, ამგრამ მაინც მივიწევ. შეიძლება ითქვას ვიძირები. თუმც ეს ყველაფერი ზოგადია, ყველაფერი უფრო სხვანაირადრის, უფრო დრამატულად და ბერად ჩახვეულად. ვზივარ და სიცარიელეს ვგრძნობ, ირგვლივ თითქოს არაფერია, ჰაერიც გამოილია და არვიცი ეხლა რავქნა, ალბათ მალე უჰაერობით დავუგუდები. მყარად ვერ ვდგავარ მიწაზე, გამუდემბული შიში და ძრწოლა , დაუძეველი შიში მომავლისა, იმისა სად მივდივარ, რატომ ვიძირავ თავს.  ოდესმე ჩამხტარხართ ღრმა წყალში? გრძნობთ როგრ მიიწევთ სიღრმისკენ და გსიამოვნებთ, მაგრამ სული გეკვრით, წყალი მძიმედ გაწვებათ სხეულზე და მალე გრძნობთ რომ ჰაერიც აღარ გყოფნით. შემდგ იწყება პანიკური მოძრაობა და სწრაფვა ზედაპირისკენ. მე ჯერ ვიძირები და შიშის მიუხედავად ხელს არ ვანძრევ, რომ ზედაპირზე ამოვცურო. არვიცი რომელ სიღრმეს მივაღწევ მაგრამ იმედია გვიანი არ იქნება ზემოთ ამოსვლის. ადრენალისნის ბრალია. ანდა უბრალოდ იმის რაც ჩვენშია, ანუ გაუგებარი და საკუთარი მესთვის შეუცნობელი.
ზოგადი და ბანალური ტექსტებით ვერასდროს გამოვხატავდი სათქმელს. ვერც ეხლა მოვახერხე მეთქვა რამე.  ბოლოდროს იშვიათად ვწერ. მიმაჩნია რომ ბევრი არაფერიმაქვს სატქმელი. ანდა უბრალოდ ზოგჯერ ვერ ძებნი სიტყვებს დაწერო ის რაც გინდა. ამიტომაც ვერ ვწერ.