вторник, 12 октября 2010 г.

კი და არა


დაკვირვებიხართ როგორ ვითარდება ურთიერთობები? გაიცნობ, მოგეწონება და გინდა მის გვერდით იყო, მაგრამ ყოველთვის ჩნდება სიტყვა მაგრამ. მაგრამ იმაშია საქმე რომ ისე არხდება ყველაფერი როგორც ჩვენ გვინდა. ისიც არვიცი საერთოდ ვისი ნებასურვილით ხდება ყველაფერი, თუმცა ფაქტია მარტოობა ადამიანის სენია, არვიცი რამდენად უკურნებელია, ან რამდენად საშიში, მაგრამ ფაქტი ერთია მიჩვევადია და რაც არუნდა მოხდეს, ანუ რამდენჯერაც არ უნდა აღმოჩნდე მართო, თავი სულ შენ სტიქიაში გრძნობ, უბრალოდ ბუნებრივ მოვლენად მიგაჩნია და მორჩა.  ამასწინ ერთმა მითხრა ბლოგი ეს არცი ისე პირადული საქმეაო, მეკი მეგონა ბლოგში სწორედ რომ ადამაინის პირადული, მისი გრძნობები მისი იდეები უნდა განხორციელებულიყო. ამ საკთხმა დამაფიქრა ღირს კი საკუთარი იდეების და შეხედულებების აქ გამოტანა?! მითუმეტეს გრძნობების. აინტერესებს კი ვინმეს საერთოდ რას წერ. შეიძლება კი, შეიძლება არა. მე ყოველთვის 2 მხრიდან ვუყურებ მოვლენებს, ამიტომ მუდამაქვს ორი დაშვება კი ან არა. ეს ალბათ მერყეობაზე მიუთითებს, ანდა უბრალოდ .. უბრალოდ არაფერზე. ვინ თქვა ყველაფერს აზრიაქვსო. იმდენი უაზრო რამ მინახავს, უბრალოდ ჩამოთვლაც არ ღირს.  მოდით ამ პოსტსაც ნუ მივაქცევთ ყურადღებას უბრალოდ წუწუნის ხასიათზევარ და ეგარის. თავს არც ისე მარტოსულად ვგრძნობ.... ბოლოს და ბოლოს მარტოობა ხომ ჩემს გვერდითაა.

გაიქეცი... გაიქეცი რადგან ეს ერთადერთი გამოსავალია. ეს ერთადერთია რაც დაგრჩენია და ეს ყველაფერია რაც ეხლა შეგიძლია. გაიქეცი და ნუიფიქრებ სად გარბიხარ და რას გაურბიხარ,  უბრალოდ გაიქეცი. მე სიმბოლურ გაქცევაზე გესაუბრები, საკთარი გონიებიდან გაქცევაზე, ჩაკეტილი სამყაროდან გაქცევაზე, ერთფეროვნებიდან გაქცევაზე, რადგან ყველაფრის მიუხედავად მე ბედნიერივარ.
-----------------------------
სადღაც მოვიმინე ძალიან სახალისო ფრაზა ,,ღმერთმა შექმნა დედამიწა, სხვადასხვა მცენარეები, ცხოველები და ფრინველები რომლებიც ცაში დაფრინავენ. ძალიან მოეწონა თავისი ქმნილება და ამის შემდეგ შექმნა ადამიანი, რითიც ყველაფერი გააფიჭა. ამობენ რომ  ღმერთმა ადამინი თავის მსგავსად შექმნა, მაგრამ ამის მტკიცებულება დღემდე არ მოიპოვება. შემდეგ ღმერთმა მზე და ცა შექმნა, აი ადამინი კი დღემდე მარტო პრობლემებს ქმნის.’’ გენიალურია არა?!თან ძალიან სახალისო J

Комментариев нет:

Отправить комментарий