среда, 1 сентября 2010 г.

ცხელი საღამო საყვარელ მუსიკებთაბ ერთად


ეხლა როცა ქუთაისიში საშინლად ცხელა და ასეთივე ცხელი ქარი ქრის, როცა ვერსად ემალები ამ დამთრგუნველ სიტუაციას, ფილმის ყურება მომინდა და შემთხვევით ერთ უბრალო ფილმს გადავაწყდი. საერთოდ კინოებს ეგრე ბრმად ვიწერ ხოლმე ინტერნეტიდან, მერე ჩაუჯდები და ვუყურებ.თუ ბოევიკი ან კიდევ რამე ეგეთუ უაზრობა არ აღმოჩნდა ხო კარგი, თუარადა ამ სიცხეში არ მე ბოევიკება პირდაპირ გეტყვით. ხო მგონი იმ ფილმზე გიყვებოდით უკვე ვთქვი უბრალო ცოტა სენტიმენტალური, არა საკმაოდ სენტიმენტალური ფილმი აღმოჩჩნდა. ფილმს My_Own_Love_Song. ქვია. ნუ ვინც იცის ინგლისური თავად თარგმნოს ..2010მწლის ფილმია და მთავარ როლს რენე ზელვეგერი ასრულებს. არასდროს ვყოფილვარ ამ ქალის დიდი გულშემატკივარი თუმცა ამ ფილმში მომეწონა. ფილმი მარტივია. ინვალიდი მარტოხელა ქალი, მისი შეშლილი ასევე მარტოხელა ზანგი მეგობარი, რომელიც სულებს ესაუბრება და ამერიკელებისთვის საყვარლი თემა, მოგზაურობა შტატიდან შტატში უბრალოდ იმისთვის რომ სხვა სულებთან მოლაპარაკე ნახონ და კიდევ 7 წლის უნახავ შვილს დედა შეახვედროს. ერთობ მარტივი სიუჟეტია და მარტივი ჰეფი ენდი, თუმცა მიყვარს ეგეთი ფილმები. პატარა პატარა თავგადასავლები მოგზაურობისას, შეცნობილი რეალობა და ადამიანთა ნათელი სახეები. ოცნებისთვის ხელსაყრელი კადრები და შეგრძნება რომელიც ფილმის ნახვით გრჩება სულში. ამ ერთობ ჩვეულებრივმა ჰოლივუდურმა ფილმმა უბრალოდ გამიხალისა ეს მოჟამული, ქარიანი ცხელი საღამო. ეხლა მხოლოდ 22:03 საათია და ისეთი შეგრძნებაა რომ ეს ღამე არასდროს დამთავრდება, არადა რა ლამაზი კადრები გამომყვა იმ ფილმიდან. სოფლის სახლები და ლამაზად მორთულული ეზო, ულამაზესი ფეიერვერკი და უზარმაზარი მთვარე, ერთი სიტყვით თუკი მეოცნებე განწყობაზეხართ მოიძიეთ ეს ფილმი და თავადნახეთ. მეკი მალე ლეპტოპი დამიჯდება, შუქი სამწუხაროდ ქარმა გათიშა და ისღა მარჩენია  დავიძინო და იმის იმედით რომ სიზმარში ვნახავ ფილმში ნანახ ზოგიერთ ადგილს.
(დღეს რაღან ნამეტანი რონამტიულ განწყობაზევარ და ეს სმაღერა Run Away-ც  არ მცილდება. ჩანს დროა მეც გავიქცე, ოღონდ არვიცი საით :)

Комментариев нет:

Отправить комментарий