четверг, 9 сентября 2010 г.

შეშლილი-ისილიბთ


                                         (ფოტო თემებთან კავშირში არაა.. ეს ისე პროსტო)
 მიყვარს  ხოლმე ამ ქალაქში ჩამოსვალა. მართალია  დასვენებთ აქ ვერ ვისვენებ, მაგრამ 
საინტერესო შთაბეჭდილებებით ვბრუნდები  უკან. როცა მომბეზრდება ქუთაისის 
პატარა და უხმაურო ქუჩები, სწორედ მაშინ მოვდივარ აქ სადაც 
ხალხმრავლობა გვიანობამდეა და საკმარისი ხალხი დადის საიმისოდ, რომ დიდი ქალაქი 
ეწოდოს. მეკი ხან  პატარ პატარა საქმეებიმაქვს, ხანიკი უბრალოდ ჩემს საყვარელ საქმეს 
ვაკეთებ, ქუჩებში დავბოდიალებ. ვაკვირდები შენობებს, ვიტრინებს, და ხალხს 
რომლებიც გამუდმებით სადღაც მიიჩქარიან.
ახალი ,,პაკლონიკი“
   ჩემზე არ მაქვს საუბარი, საუბარს ჩემს დაზე წაოვიწყებ, რომელიც რამოდენიმე წლის წინ გადმოსახლდა ამ ქალაქში, მარტო და დღემდე აქ ცდილობს საყვარელი საქმე აკეთოს. თხრობასაც მისგან დავიწყებ.  ჩემი და 30 წლისაა. სიპატიური ახალგაზრდაა, მაგრამ ჯერ გაუთხოვარი, ამიტომ პერიოდულად ,,პაკლონიკები“ უჩნდება ხოლმე. ამასწინ გაბრაზებული მეპურეს სახე მახსოვს, იმ ქუჩაზე რომ შემომეფეთა სადაც ჩემი და ქირაობს ბინას და სადაც ყოველდღიურად დადის სახლიდან სამსახურში და პირქით. გამიკვირდა რატომ მომშრერებოდა ბრაზიანი სახით ეს მამაკაცი პატარა პურის საცხობის ფანჯრიდან. მერე როგრც გაირკვა  ჩემი დის ეგთეთ წოდებული ,,პაკლინიკი“ ყოფილა, ისე ჩუმად ჩემს დას რომა რ აგებინებს. მეკი იმიტომ მიმზერდა ეგრე, რომ  რამოდენიმეჯერ ჩემს დასთან ერთად პადრუჩკი გამოდებული ჩავიარეთ მის საცხობთან.  ნუ ეგ არაფერია.  დღეს დილით სახლიდან რომ გამოვედით იმავე ქუჩის  ერთ ერთის ახლის აივანზე შუახნის კაცი შევნიშნე. ფეხზე იდგა ხელში პატარა რქის ყანწი ეჭირა და რაღაც სასიყვარულო სიმღერას მღეროდა. გამიკვირდა მართალი გითხრათ. კი ვიცი რომ ეს ქალაქი ადრიანდ იღვიძებს მაგრამ ასე ადრე 9 საათზე რა დროის სმა და ღიღიანია. ყველაზე მეტად ჩემი დის კომენტარმა გამკვირვა, ,,ვაი ჩემი უიღბლობაო..“ როგროც გაირკვა ეს შუახნის მამაკაცს ჩემი და შეყვარებია. ნუ არვიცი ეგრე მუთხრა დამ ყოველი შმეთხვევისთვის. არვიცი ეს სასაცილოა თუ სატირალი, მაგრამ გულიანდად კი გადავიხარხალე.
მერის ნათესვი
ამ დიდი ქაალსის ავტობუსებიც მყვარს. განსაკუთრებით ის რომ მძღოლს სამგზავრო არ უნდა გადაუხადო, და თუ ისე ჩადი  ავტობუსიდან დედას და კეთილებს არ შემოგაგინებს. თუმცა კარგია კონტროიოერები რომ არ ყავდეთ, რომლებიც ზოგჯერ იმ დროს დაგადგებიან რომ ....
არა მე თითქმის სულ ვიხი ფულს, მაგრამ იმ გადაჭედილ ავტობუსში სადაც შენ უკან ამოხვედი და სალარო აპარატი კი წინ დგას და იქამდე კი 100 კაცია, რთულია აიღო ბილეთი. ეგრე იყო კონტროლიორი რომ დამადგა თავზე. თუმცა ჩემამდე ერთ შუახნის ქლს დაადგა თავზე, ბილეთიო მოსთხოვა. ქალმა ნაზად გაუღიმა და მიუგო..
-მე ნათესავივარ, ვერმიცანით.
- ვიინ? -გაუკვიდა კონტროლიორს . ვერ მიხვდა რაზე ესაუბრეობდა ქალი-
-მე მერის ნათესავივარ, აი იმის რაქვია იმას- მერის სახელი ვერ გაიხსენა, უფრომ სწორედ მისი ნათესავის. -ხო მისი ნათესავივარ, უბრალოდ მანქანა გამიფუჭდა, არა უფრომ სწორედ ოპერაციოა გავიკეთე და ამიტომ დავდივარ ავტობუსითო.
კონტროლიორმა მე გადმომხედა ---შენც მერის ნათესავიხარო? - ისე ეგეთ ტყუილს თავად მერიც ვერ მოფიქრებდა კონტროლიორიგან რომ დაეძვრინა თვი დამეთანხმებით ალბათ.
ახალი წიგნი და ალბათ საკნდალი?
ბევრ საინტერესო რამე წააწყდები ამ ქალაქში. აგერ ერთ დიდ გამზირს მოყვებოდი და ილიას უნივერსიტეტთან ცოტა ხალხმრავლობა შევნიშნე.  აქედან ერთ ერთი ცნობილი მწერალი იყო თუარვცდები, ბურჭულაძე.  სადღაც წარჭრეასაც მოვკარი თვალი, ახალი წიგნის პრეზეტაციას შეეხებოდა.  ალბათ ახალი სკანდალის აგორებას უნდა ვეოდოთ. განრისხებულ სამღვდლეობას და მხრებ აჩეჩებულ მთავრობას,  ,,აბა ჩვენ რავიცითო.“ ნუ ამას მალე გაივგებთ, იმოთომ რომ ახლო მახლოს ტელევიზიის გადამები ჯგუფი შევნიშნე... ალბათ სკანდალის  ხელში ჩაგდების იმედიაქვთ.
რომ მოვდიოდი ქუჩაში ვფიქრობდი იმაზე ეს სამი თემა რა კავშირშია ერთმანეთთან მეთქი. ერთ ქუდის ქვეში რატომ უნდა გაერთიანდესთქო, ამ დროს შენობის ფასადზე დაკიდებული დიდი ბილბორდი ასევე დიდი შრიფტით შევნიშნე წარწერით ,,ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში“  ალბათ ასეცარის. თუმცა მე პრინციპში ეგ ნაკლებად მაინტერესებს.  მთავარია ცოტა შთაბეჭდილებებით გავამდიდრე გონება, რასაც ჯიბეზე ვერ ვიტყვი. (ბოდიშ გიხდით გაურედაქტირებელი და ტავტოლოგიებით სავსე ტექსტისთვის )

Комментариев нет:

Отправить комментарий