вторник, 26 июня 2012 г.

ტრადიცია და ძალადობა

   
       რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეზობელმა, არ ვასახელებს სახელს და გვარს, საკუთარი შვილი სასიკვდილოდ დაჭრა. დიახ ხის დასამუსავებელი იარაღით, ეგრთწოდებული წალდით. რა თქმა უნდა მიზეზი შელაპარაკება და ზედმეტი ალკოჰოლის დოზა იყო, თუმცა შეიძლება პრობლემას ბევრად ღრმა ფესვები ქონდეს, თუმცა ამაზე ეხლა ცოტა თუ საუბობს. გულშემატკივარი მეზობლები იმასზედ წუხან რა ეშველება ციხეში გამომწყვდეულ მოძლადე მამას და როგორ დამთავრდება ორიოდე დღის წინ წამოწყებული ჩვეულებრივი კომფლიქტის არაჩვეულებრივი დასასრული.
ალბათ კიდევ დიდხნის მანძილზე დარჩება ეს თემა ჩემი მეზობლების განხილვის საგანი. იქნება ორად გაყოფილი მოსაზრება, უნდა აპატიოს ოჯახმა მოძალადე, ამავდროს მშრომელ და პატივსაცემ ადამიანს, ჩადენილი დანაშაული, თუ წლების მანძილძე გამოამწყვდიოს საპყრობილეში, რათა ოჯახს წევრებმა ამოისუნთქონ ამ 25 წლის მანძილზე დატრიალებული ტერორისგან, რომლის  მთავარი მოძალადე და გმირი მამა იყო. (ამას ოჯახის წევრები თავად აცხადებენ)
      ხალხის მეორე ნაწილი ბუნებრივია ოჯახის დაზარალებულ ნაწილს გამოუტანს გამამტყუნებელ განაცენს. ჩვენთან ხომ მიღებულია რომ უფროსი კაცია და მან უნდა იძალადოს ოჯახში, მან უნდა დაამყაროს წესრიგი მკაცრი და შეუოვალი ხასიათით და მუშტით, თუ საჭიროა.  ერთი სიტყვით ტრადიციების მიმდევრები, ანუ შედარებით კონსერვატი საზოგადეობა მკაცრად მიუთითებს, რომ ამ  ინციდენტმა ოჯახი არ უდნა დაანგრიოს. დაზარალებულმა შვილმა უნდა აპატიოს მამას, უნდა გამოიხსნას ციხიდან და ისევ გააგრძელონ ცხოვრება ერთად. საინტერესოა თავად თუ ისურვებდენენ ასეთ სიტუაციაში ცხოვრებას?!
         საზოგადოების ერთი ნაწილი კიდევ მოძალადე მამას გაამტყუნებს, მის სათანადოდ დასჯას მოითხოვს, ამ დროს არ დაინტერესდება რა უდევს რეალურად ამ ადამიანის აგრესიას წინა პირობად. პრინციპში ეს უკვე გამოძიების საგანია. ამ საკითხს, როგრც ნებისმიერ სხვას, ორი მხარე  მუდამ ექნება.
        დედა ძალადობის პირველადი მსხვერპლი. წლებია იტანს შეურაცყოფას, ცემას და მძიმე საათებს, როცა მას აგონიაში უწევს ყოფნა, მეუღლისგან შევიწროევულს.  დედაც დამნაშავეა, რადგან მან ვერ გაბედა და წლების წინ, როცა პირველი ძალადობის პრეცენდენტები დაფიქსირდა ვერ დაანგრია ოჯახი, ,,მეზობლები და ნათესავები რას იტყვიან" პრინციპით. არ დაიცვა საკთარი თავი და შემდეგ შვილები მომავალი ძალადობისგან, შეეგუა მეუღლის პერიოდულ ფსიქოლოგიურ შეტევებს და ვერ მიიღო მიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
მამა ფსიქიურად არამდგრადი, სასმელის მიღების შემდეგ არეული ფსიქიკა და ბევრი აგრესიული ფაქტები მის ანგარიშზე. მიზეზი უცნობი თუმცა კარგად დავიწყებული წარსულიდან, როცა ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო და ის განიცდიდა ძალადობას და უსამრთლო ძეწოლას, რა თქმა უნდა მშობლისგან. გამოდის რომ ყველაფერი ის რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა და ხდებოდა წლების მანძილზე სათავეს იღებს ურო ადრე, ჯერ კიდევ მაშინ როცა მამა ჯერ კიდევ სხვა ოჯახის წევრი იყო და მისი ფსიქიკა ძალოადობის ქვეშ ყალიბდეობოდა. უსამრთლობის განცდა, ხშირი შეურაცყოფა და დაჩაგრული იმიჯი, ისევ ოჯახის უფროსებისგან, ან კონკრეტულად უფროსისგან. ყველას კარგად მოეხსნეება რომ აგრესიული და მანიაკალური მიდრეკილება ადამიანს  აქ ისევ დედასთან მივდივართ, მკაცრ, უსამართლის და ნაკლებად ინტელექტუალურთან, ასე თავად მისი შვილები ახასიათებენ, . აი დასკვნაც 50 წელს გადაცილებული მამა ფსიქიურად რთული რთულ მდგომარეობაშია. მისი დარღვეული ფსიქიკა კონკრეტულ ძალადობის გამომწვევია.  ბუნებრივია უნდა მოხდეს მისი მკურნალობა, თუმცა რამდენად გამოირებს ეს დადებით შედეგს არავინ იცის. ამ ეტაპზე კი ოჯახი დგას რთული დილემის წინ, მიიღოს თუ არა ოჯახში მოძალადე, ფსიქიურად არამდგრადი მამა?!