пятница, 27 августа 2010 г.

გარდაცვალებიდან დაბადებამდე

გუშინ გვიან მოვკვდი. ბატარეიკები დამიჯდა . უგონოდ და უღონოდ ვეგდე რამოდენიმე საათი, არ მტკენია, არმიგრძვნია არაფერი. არც ტყვია, არც ლახვარი.. მგონი არც სიმაღლიდან გადმოვარდნილვარ, იმ სიმაღლეზე ჯერ არ ავსულვარ, რომ იქედან გადმოვარდნა მტკენოდა. ერთი სიტყვით გუშინ არაფერი სიეთი არ მომხდარა, უბრალოდ მოვკვდი და ეგრე უგოო უსულო და კიდევ ტანსაცმის გარეშე გათენებამდე ვეგდე. დილით თვალები გავახილე, მზეს ვერ მოვკარი თვალი, წვინდა. გამიხარდა რომ ჩემი გუშინდელი გარდაცვალება არავის გაუგია, არავის უკივლია და არავის უთქვამს ის საქებარი სიტყვები ჩემს ცხედართან რომელსაც არავინ ამბობს სანამ ცოცხალივარ. არავის აჩუყებია გული და არ მოუგონებია უაზრო მომენტები წარსულიდან, რომლის გახსენებაც არმიყვარს ხოლმე, და არავის გადაუქნებვია თავი ეგ რა პატრიოტი დავკარქეთო. უბრალოდ გამეხარდა რომ უბრალოდ გამეღვიძა და ეგრევე უბრალოდ დაიწყო ახალი დღე.
გარდაცვალებაზე გაამხსენდა, გუშინ ახალი იდეა დამებადა, მაგრამ ჯერ არ გამიმხელი აარავისთვის. ანდა რა აზრი აქვს მის გამხელას, რამდენი რამ მომსვლია ამ უაზრო თავში, იდეა თითქმის სულ კარგია (არ ვაჭარბებ ნაღდად, მხოლოდ ვმარიოჟობ მსუბუქად) მხოლოდ იდეების განხორციელბსი გზები და ხერხებია შეზღუდულო, ანუ იმის თქმა მინდა რომ ზოგჯერ იდეის დაბადება, მის გარდაცვალებას მხოლოდ ხუთი წუთით უსწრებს წინ.

Комментариев нет:

Отправить комментарий