среда, 10 ноября 2010 г.

არსებობს სიტყვაც მკიდია


პირვეი ისტყვა იყო გამარჯობა, ბოლო მშვიდობით. მათშორის კი იყო სიტყვა მკიდია და აზრი დაუმთავრებელი
არსებობს სიტყვა არ მაინტერესებს და არსებობს სიტყვა მკიდია. ეს უკანასკნელი უკეთ გამოხატავს სათქმელს, იმის მიუხედავად რომ უხეშია და შეიძლება ითქვას უზრდელურიც. მაგრამ ყველაზე ხშირად თუ რამე სიტყვა მომდის თავში, ამ ბოლო დროს, სწორედ ეს სიტყვაა  მისი უდიდებულლესობა მკიდია.  ანუ ეს ის და იმ ადგილას, სადაც  ლამის ნახევარი სამყაროს დაკიდება შეიძლება, და ამის გაკეთება ასევე ნახევარ სამყაროს შეუძლია.  ეს  სიტყვა არ დაბადებულია არაფრისგან, ის დაიბადა რაღაცისგან რაც ეხლა არავის აინტერესებს, რადგანაც ინდეფერეტულობა ყოველგვარ ზღვარს ცილდება და ეს ზღვარი ხშირ შემთხვევაში სწორედ იქ გადის სადაც მთავრდება ყველაფერი საინტერესო და იწყება ის მოსაწყენი ცხოვრება როემლსაც მივყავართ მარტივ და ამვადვდროს უსიგრძეგანო გრძნობამდე და  სულის მდგომარეობამდე რომელსაც მკიდიასთან ერთად მეორე ანაკლებ საინტერესო და ასევე უზრდელური სიტყვა პოხუიზმი ამშვენებს.  ხვდებით ალბათ რომ მე არ ვცდილობ განვმარტო, თუ საიდან მოდის ეს სიტყვები, რა არის მათი ძირი და რისგან წარმოიშვა, მართალი გითხრა არც ვიცი, მე ერთი რამ ვიცი ისინი სიცარიელისგან წამოვიდა, იმ სიცარიელისგან რასაც მდობმერობა მკიდია და მდომარეობა პოხუიზმი ქვია. ეს არაფრის მთქმელი  რეალობაა რომელსაც ვიღაცამ რაღაც მნიშვნელობა მიანიჭა, მეკი დავსვი კითხვა რატომ, მათ  მიპასუხეს იმიტომ, და ვერ მიხვდნენე რომ იმიტომ ეს არარის ის პასუხი რაც მე ამ ეტაპზე   მაკმაყოიფილებს,   ამიტომ მკიდია და არ მაინტერესებს თუ საიდან მოდის ეს არაფრის მთქმელი სიტყვები, მთავაირა მათი მეშვეობით ხშირად გმოავსახავ ჩემი სულის  პოზას, ანუ მდობმარეობას, ის კი მარტივად რომ ვტქვათ არასაინტერესო პოზიციაშია, ანუ პოხუისტად იქცა.
 უწინ ყველაფერი მიანტრესებდა თითქოს, ელემენტარული მატერიალურიდან დაწყებული, მაღალ სულიერებამდის დამთავრებული.   ვფიქრობდი, რატომ არიან ხალხი ბოროტები, უაზროები, კორუმპირებულები და ცარიელები.  უფრო გლობალური თმეებიც მაწუხებდა, მაგალითად ქვეყნის ტერიტორლული მთლიანობა, ერის გადაშენების საკითხი, ტრადიდციების დაკარგვა და გლობალური დათბობაც.  საკთარ თავზე მეცინება და ვხვდები რომ ეს ყველაფერი, ან უმეტესობა ამ საკითხებიდან და კიდევ ბევრი რამ უბრალოდ მკიდია რადგან  დავიღალე და ამოვიდა როგრც იტყვიან, არვიცი რატომ გახდა ჩემს თვალში ეს სამყარო ბევრად მარტივი და სადა, თუმცა აშკარაა  ფერების რაოდენობამ იკლო, ბევრი რამ გაშავთეთრდა, ბევრმა კიდეც სუნი დაკარგა და შეგვრჩა ვარდისფერი სათვალე, ვარდისგფერი მინების გარეშე, ანუ ცხოვრება სამოსის გარეშე და  მომავალი კოშკების გარეშე.  ამას ზოგი რეალიზმს ეძახიან, ზოგიც უიიმედობას. მე კიდევ სხვა რამეს დავარქმევდი, მაგრამ არვიცი რას, რადგან მკიდია და იმდენად მიდია, რომ მეშიანია მეც არ დამიკიდოს.