суббота, 2 апреля 2011 г.

ამოყვინთვა



3  წუთი ქყალქვეშ, ღრმად ჩასუნქული ჟანგბადი და ადრენალინის მოზღვავებული დოზა. შემდეგ კი უჰაერობის განცდა და ძლიერი წნევა წყალქვეშ.  სამარისებრი სიჩუმე და პანიკური შიში.  საკუთარ თავს ვერასდროს გაიმეტებ, თვით გადარჩენის ინტინქტი შენს გააწყვეტლებაზე ძიერია არ იბრძოლო ცხოვრებისთვის. ჩაძირვის შემდეგ დგება დრო, დროზე ამოყვინთო და ღრმად ჩაისუნთქო სუფთა ჰაერი. დროზე ამოხვიდე წყლიდან, რათა ჩამავალ მზეზე გაშრე. ხვალ ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. ძალა და ნება დიდია საჭირო რომ ისევ დაიწყო და არ შეჩერდა. თუმც ერთი რამ უნდა გახსოვდეს, არავინ იცის წინ რამდენი ჩაძირვა და ამოყვინთვა შეგხვდება.
ეს სიტყვები საკუთარი თავის გამხნევება უფროა, ვიდრემ რეალური ნება. ოდესმე გისაუბრიათ საკუთარ თავთან? ! რაღაც უაზრობას გავს. რატომ უნდა ესაუბრო საკუთარ თავს, როცა სიტყვების გარეშეც უნდა გესმოდეს მისი. როცა საკუთარ თავს ვესაუბრებით, მაშინ ვატყუებთ თავს. თუმცა იმედს ვაძლევთ რომ ყველაფერი მართლაც კარგად არის.  მართლა ასეა? 
...............................