среда, 3 августа 2011 г.

დაუსრულებიალია და ნუ წაიკითხავთ მაინცა და მაინც...

მოლოდინი რაღაც დიდის და ამაღელვებილის იყო. რადგან ყველაფერი დიდი მასშტებებით იყო წარმოდგენილი. სცენა, ხმა, განათება, ხალხის სიმრავლე და პოლიცია, რომელიც ევროპის მოედანზე შემსვლელებს კატეგორიიული ტონით ეუბნეოდენენ, რომ მოედანი სავსეა და შესვლის შანსები არარის,. არადა მოედნანზე  გადაკეტილი 4 შესასვლელთან  იმაზე მეტი ხალხი ირეოდა ვიდრემ თავად ცენტრში მოედანთზე.
 სცენის წინ  ზღვა ხალხი ირეოდა და ელოდა როდის გამჩნდებოდა მათ წინაშე  ახალგაზრდების კუმირი, საკამაოდ კარგი მომღერლის შვილი, ენრიკე იგლესიასი. საოცარი სანახაობა იშლებოდა თვალ წინ. უზარმაზარი სცენა, თავისი განათებით და აკუსტიკით. ბათუმში საგანგებოდ ამ მოვლენისთვის ჩამოსულებს, გაგვიმართლა და თავი ადგილობრივი გაზეთის რედაქციის აივანზე ამოვყავით.  აქედან იშლებოდა შესანიშნავი ხედი. მარცხნივ ევროპის მოედანი და მარჯვნივ საკამოდ დამთრგუნველი სცენა. გადაკეტილი გზა და ასობით ადამიანი რომლებსაც პოლიცია უბრალოდ არ უშვებდა მოედანზე. კონცერტიი დაიწყო მთელი მისი გრადნიოზულობით, სცენაზე ერთმანეთს რამოდენიმის ქართველი შემსურლებელი ენაცვლობოდა. შემდეგ კი სცენა მთავარი მოვლენისთვის, ასეც იყო დაანონნსებული, ენრიკე იგლესის უნდა დაეპყრო.  ემოციის მოლოდინსი ვიყავი, რომელიც არადა არ ღვივდებოდა მდარე ხარისხის მუსიკის გამო, თუმცა იმის იმედით რომ რაღაც მაინც მომცემდა სიამოვნების საშუელბას, ნელ ნელა ქრებოდა. თუმცა ვერ ვაძლევდი თავს უფლებას ამდენი ათასობით კაცის ემოციის წინააღმდეგ წავსულიყავი, მითუმეტეს მაშინ როცა იგელსიასს წარმოუდგენელი სიხარულით და ოვაციით ეგებოდნენ, მინოდა მეც მქონოდა აღელევების მომნეტი, თუმცა დადგმული შოუ, თავისი გატეხილი ქართული სიტყვებით და სცენაზე აყვანილი გოგნა ვერ მგვრიდა  ემოციებს, რასაც თამამად ვერ ვამხელდი.   რაღაც უსიამოვნო შეგრზნება მთრგუნავდა, თუმცა არ დავფიქრებულვარ იმ მომეტში რა კონკრეტულად. რა მაღელვებდა, თუმცა ერთ მომენტში შვება ვიგრძენი, როცა შუა კონცერტის დროს,  ჩემგან ხელმ მარჯვნივ, სადაც პოლიცია ხალხს არ ატარებდა  რაღაც ჩოჩქოლი მომესმა, გავიხედე და ვხედავ როგორ გამორბიან პოლიციას თავს დახსნი ათობით ადამიანი, სასურველი კუმირის სანახავად. თითქოსდა ბედნიერი გავხდი როცა ეს სურათი დავინახე, ეს იყ ემოციების პიკი ჩემთვის ამ მომენტისთვის. ემოცია რომლესაც მთელი კონცერტის მანძილზე ველოდი სწორედ ამ ხალხის დანახვამ მომიტანა.