пятница, 3 сентября 2010 г.

ჩემი ანტი დეპრესანტი



მინდა გითხრათ რიმ მხიარული ადამაინივარ, ზოგჯერ ზედემტად. ბუნებრივია მეც მაქვს რთული პერიოდები, ამისდა მიუხედავად ვცდილობ სხვას არ გადაცდო ჩემი უხასიათობა და ძალაუნებურად იდიოტივით ვიკრიჭები.  ზოგჯერ საკუთარი თავი ჭკუა სუსტი მგონია. ისეთ დროს მომსვლია მხიარული ხასიათი თავადაც გამკვირვებია.  თუმცა ამასაც თავისი ახსნა აქვს იმედია.
ნამდვლიად არ დამავიწყდება  აგვისტოს ომის პერიოდი.  მძიმე დრო იდგა.  ცხელი დღეები, სულიშ შემძვრელი ინფორმაციები ბრძოლის ველიდან და გაჭედილი საინფორმაციო წყაროები. მახსოვს სამსახურში ვიყავი ამ შუა ზაფხულში , აბა სახში რა გამაჩერებდა და  მძიმე ხასიათზე ლამის დეპრესიაში ჩავარდნმილები თანამშრომელები ერთმანეთს ვამშვიდებდით. საინფორმაციოს წამყვანი ანი თითქმის ცრემლმორეული შედიდოდა ეთერში. ვერც დირექცია იყო მთლად საიმედო განწყობაზე, ზოგჯერ ვიჯექით ტელევიზორს შევცქეროდით და ორი სიტყვის თქმის თავი არ გქონდა. დაძაბულობა წუთიდან წუთზე იზრდებოდა და აი როცა დაძაბულობამ პიკს მიაღწია ვიგრძენი რომ მოვეშვი. თითქოსდა ყველაფერი დასრულდა და უჩვეულოდ მხიარულ ხასიათზე დავდექი.  არვიცი ამას ფსიქოლოგები რას დაარქმევენ,  გონების გადაგრუზვა თუ ბლოკირება, აშკარა იყო რომ არა ამრტო მე არამედ სხვა თანამშრომლებასაც ცოტა ღიმილი შეეპარა ლამის განადგურებულ სახეზე. საოცარია არა ადამიანის ფსიქიკა, მე  ამას ქართულ ფსიქიკას ვუწოდებ. უფრო იმერულს, რთულ მომენტებშიც რომ ვახერხებთ იუმორის ელემენტების შეტანას სიტუაციაში....
კიდევ ერთი მომენტი მახსენდება შედარებით მსუბუქი. სადღაც ერთი წლის წინ იყო. 10 ახალგაზრდა ბიჭი ერთი რაიონიდან ჯარში გაგვიწვიეს,  თბილიში სამხედროს შემოწმმებაზე გაგვიყვანეს.  ბუნებრივია არავის სურდა ჯარში წასვლა. სამედიცინო შემოწმების დროს ვინ რას არ ჩალიჩობდა რომ თავიდან აეცილებინა სამხედრო სამსახური. ხან ნათესავები, ხანაც  იმის მტკიცება რომ ვერ ხედავს ან ფსიქიკურად შეშლილია, ნუ ერთი სიტყვით  ჩემთვის სახალისო სიტუაცია ჩამოყალიბდა.  მე თითქოსდა არ მაჯავრებდა რა მელოდა, ბუნებრივია დაძაბული ვიყავი მაგრამ, რომ ვნახე დანარჩენი ბიჭები როგრ ღელავდენენ გადავწყვიტე ჩემი იუმორი ბოლომდე გამომეხატა, რათა ოდნავ მაინც დამემშვიდბინა სიტუაცია.  ჩემმა თავხედობამ თავადაც გამაკვირვა, ჯერ იყოდა ერთი სამხედრო შევიკალი, იმდენი კითხვა დავუსცსვი თუ რა გველოდა ახალწვეულებს, ტიპმა ბოლოს თავიდან მომიცილა. ალბათ იფიქრა ეს ჟურნალისტი თუ ჩემს ბრიგადაში მოხვდა ან მე მომკლავდა ან საუთარ თავს მოუხერხებდა რამეს. ნუ ერთი სიტყვით  გამეხსნა საღერღელი და იმდენ შევძელი, რომ ის წვევანდელები რომელბიც ლამის თავს იკლავდენენ არ წამიყვანთ, ჩემთან ერთად ჯარში წასვლაზე ყველა თანახმა იყო. ერთმა ისიც მითხრა ,, ჯანდაბას თუ წამიყვანესო იცოდე მე და შენ მაგრად უნდა გავატრაკთო“ ბაზარი არაა  მივუგე მეც.  საბოლოოდ ამ ათი გულანთებული წვევანდელიდან მხოლოდ 2 დაიტოვეს. დანარჩენები სახლში გამოგვიშვეს. თუმცა ის დღე  დაგვჩა ყველას მოსაგონელბად. მართალია ჯარში ჯერაც არ ვყოფილვარ, თუმცა ჯარის ნაცნობები უკვე ბლომად შევიძინე. და ეს იუმორის ხარჯზე....  მართალი გითხრათ რამ გამახსენა ეხლა ეს ლაითი სიტუაციები, ამ დაგრუზულ გულზე ნამდვილად არვიცი. უბრალდო ცოტა თავის გამხიარულება მომინდა ალბათ..........................................

Комментариев нет:

Отправить комментарий