понедельник, 13 сентября 2010 г.

სიმართლე სიცრუეზე

            
            ვფიცავ რომ ვიტყვი სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა.  
 მე მიყვარს ჩემი სამშობლო, მე ვიცავ ტრადიციებს და ენა მამული სარწმუნეობა ეს ჩემი უპირველესი დევიზია.  მე თავს შევაკალვ ჩემი ერის ღირსებას.  მეხომ უაღრესად კარგი ვარ. მე ...... მემგონი გატყუებთ, ამ სიტყვებს რომ ვწერდი ისეთი გრძნობა გამიჩნდა, რომ გატყებდით, გაბოლობდით და თავი არარაობად ვიგრძენი. იმიტომ კიარა რომ ვიტყუებოდი, არა შეიძლება არც ვიტყუები, შეიძლება კი ვიტყუები,  მე უფრომ იმოტიმ გამიჩნდა ზიზღი საკუთარი თავის მიმართ, რომ ეს სიტყვები მომივიდა თავში. და იმიტომ რომ შეიძლება ეს სიტყვები ტყუილი აღმოჩნდეს. მერე მეტყვიან ,, შენ არ იყავი გულზე მჯიღს რომ ირტყამდი და იძახოდი პატრიოტივარო“ არა არც ამ ის მეშინია, მე უბრალოდ არმინდა მაისურზე მე მიყვარს საქართველო მეწეროს,  ზურგზე კი ,,წადიტ თქვენი...“ . ეს პრინციპია, რომელიც ეხლა იღებს ფორმებს,  უპირისპირდება დღეს პოპულარულ იდეებს.  ჯანდაბას მგონი ისევ ვიტყუები. არადა როგრო მძულს ტყუილი, მატყუარა ხალხი და ისინი რომლებასაც იმისი უნარიც არააქვთ ნორმანულად მოგატყუონ.  ცხონებული ბაბუაცემი ამბობდა ,,თუ ტყუილს ამბობ ისე უნდა მოიტყუო, რომ ერთ კვირა მაინც არ გამჟღავნდესო“  სისულელეა, ტყუილს გააჩნია. ისეთი ტყუილი მითქვამს მეორე დღესვე რომ გამომტყდარვარ, თუმცა ისეთიც მითქვამს რომელსაც დღემდე ვინახავ საიდუმლოდ...  და როცა მკითხავენ ისევ და ისევ, არამკითხე მოეამბეები, მეც იევ და სიევ ტყულილს ვეუბნები. ნამდვილად არვიცი რისი მონტანია ეს ტყუილი თუმცა ერთი ფაქტია,  ამის ცოდან არავის არაფერს სასიკეთოს არ მოუტანს, ნუ შეიძლებაა არც ზიანის მომტანი იყოს, თუმცა ჩემი დევიზი ეგეთია, ეს უნდა იცოდეს მარტო მან, ვინც საჭიროა იცოდეს, ეგ მარტივი ფილოსოფიაა, აგებული ტყუილის იდეაზე და მისი დამალვის გამართლების მცდელობაზე. ასე რომ დიდად ნუ ჩაეძიებით, ყოველი ჩვენგანი საიდუმლოს მალავს.  ზოგი აქედან ინტიმურია, ზოგიც მის წარსულს  შეეხება, აწყმოსაც კი ზოგიც კიდევ მომავლას.  მე მატყუარავარ, საძაგელი ამტყუარა, მოდით და ჩამქოლეთ რადან ტყუილს ვამობ. კარგი ნუ იჩქარებთ ჩემს ჩაქოლვას, რადგანაც ტყუილი ვთქვი და არმინდა ტყულიად ჩამქოლოდ. თუმცა თუ ჩაქოლვაზე მიდგა საქმე, რაღა მე მქოლავთ, დავიიჯერო ჩემზე დიდი მატყუარა არ გინახიათ. ან რა მოგატყუეთ ისეთი, რის გამოც უნდა ცამქოლოთ. მოდი ასევთქვათ დღეს ყველა იტყუება, ეს ფაქტია და ამას გაშლა და ანალიზი არ ჭირდება, რადგანაც დარწმუნებულივარ საკუთარ თავშაც ვერ აპატიებთ რომ თქვათ არ მითქვამს ტყუილიო.?!  არადა გითქვამს და მერე რა, ისე ვის აინტერესეს შენი ტყუილი. ვის რაში აჯავრეს პატრიოტი ხარ თუარა, რისთვის შედიხარ ტაძარში, გულწფელიხარ თუარა როცა მასპინძელს ლოცავ და ეუბნები იმრავლეთო, მასტურბირებ თუარა ჩუმად. ან აკვირდები თუარა ქუჩაში გამვლელების  საჯდომებს. წაიითხავ ამ ტექსტს და გაიფიქრებ, ეგ რა სისულეელ დაუწერიაო, მერე მოხვალ და მეტყვი, იცი შიენი ბლოგი წავიკითხე და მომეწონაო.  შენგონია ეს ვინემს აინტერესება.  არა გატყუებთ როგრ არ მაინტერესებს. გაიგე ეხლა შენ მართლა მაინტერესებს თუარა. ანდა რომ მანტერესედეს შეიცვლება კი რამე.  შეიძლება შეიცვალოს , შეიძლება არა.
            შორს წავედი ტყულისი იდეის გარჩევაში. მგონი მაინც არვარ გულწფელი, არადა როგრ მინდოა უფრო  გავხსნილიყავი და მეთქვა რომ ეს ბლოგი ვიღაცისთვის თავის მოსაწონლებლად გავაკეთეთქო. მაგრამ ვისთვს ეს ჯერ ვერ დავადგინე.  რაღაც უზომოდ მომინდა ამ ბლოგის გაუქმება, რადგან აქ შეიძლება ჩემს ტყუილ სამყაროს ნიღაბი ჩამოეხსნას,  გააცამტვეროს ის რაც რაც ჩემგან არის შექმნილი.  მგონი გავეჭედა ტყუილსა და მართალს შორის. ....
(იცი საინტერესო  მარტოობაა, საკუთარ თავს რომ ატყუებ და მერე არც უტყდები რომ მოატყუე)

четверг, 9 сентября 2010 г.

შეშლილი-ისილიბთ


                                         (ფოტო თემებთან კავშირში არაა.. ეს ისე პროსტო)
 მიყვარს  ხოლმე ამ ქალაქში ჩამოსვალა. მართალია  დასვენებთ აქ ვერ ვისვენებ, მაგრამ 
საინტერესო შთაბეჭდილებებით ვბრუნდები  უკან. როცა მომბეზრდება ქუთაისის 
პატარა და უხმაურო ქუჩები, სწორედ მაშინ მოვდივარ აქ სადაც 
ხალხმრავლობა გვიანობამდეა და საკმარისი ხალხი დადის საიმისოდ, რომ დიდი ქალაქი 
ეწოდოს. მეკი ხან  პატარ პატარა საქმეებიმაქვს, ხანიკი უბრალოდ ჩემს საყვარელ საქმეს 
ვაკეთებ, ქუჩებში დავბოდიალებ. ვაკვირდები შენობებს, ვიტრინებს, და ხალხს 
რომლებიც გამუდმებით სადღაც მიიჩქარიან.
ახალი ,,პაკლონიკი“
   ჩემზე არ მაქვს საუბარი, საუბარს ჩემს დაზე წაოვიწყებ, რომელიც რამოდენიმე წლის წინ გადმოსახლდა ამ ქალაქში, მარტო და დღემდე აქ ცდილობს საყვარელი საქმე აკეთოს. თხრობასაც მისგან დავიწყებ.  ჩემი და 30 წლისაა. სიპატიური ახალგაზრდაა, მაგრამ ჯერ გაუთხოვარი, ამიტომ პერიოდულად ,,პაკლონიკები“ უჩნდება ხოლმე. ამასწინ გაბრაზებული მეპურეს სახე მახსოვს, იმ ქუჩაზე რომ შემომეფეთა სადაც ჩემი და ქირაობს ბინას და სადაც ყოველდღიურად დადის სახლიდან სამსახურში და პირქით. გამიკვირდა რატომ მომშრერებოდა ბრაზიანი სახით ეს მამაკაცი პატარა პურის საცხობის ფანჯრიდან. მერე როგრც გაირკვა  ჩემი დის ეგთეთ წოდებული ,,პაკლინიკი“ ყოფილა, ისე ჩუმად ჩემს დას რომა რ აგებინებს. მეკი იმიტომ მიმზერდა ეგრე, რომ  რამოდენიმეჯერ ჩემს დასთან ერთად პადრუჩკი გამოდებული ჩავიარეთ მის საცხობთან.  ნუ ეგ არაფერია.  დღეს დილით სახლიდან რომ გამოვედით იმავე ქუჩის  ერთ ერთის ახლის აივანზე შუახნის კაცი შევნიშნე. ფეხზე იდგა ხელში პატარა რქის ყანწი ეჭირა და რაღაც სასიყვარულო სიმღერას მღეროდა. გამიკვირდა მართალი გითხრათ. კი ვიცი რომ ეს ქალაქი ადრიანდ იღვიძებს მაგრამ ასე ადრე 9 საათზე რა დროის სმა და ღიღიანია. ყველაზე მეტად ჩემი დის კომენტარმა გამკვირვა, ,,ვაი ჩემი უიღბლობაო..“ როგროც გაირკვა ეს შუახნის მამაკაცს ჩემი და შეყვარებია. ნუ არვიცი ეგრე მუთხრა დამ ყოველი შმეთხვევისთვის. არვიცი ეს სასაცილოა თუ სატირალი, მაგრამ გულიანდად კი გადავიხარხალე.
მერის ნათესვი
ამ დიდი ქაალსის ავტობუსებიც მყვარს. განსაკუთრებით ის რომ მძღოლს სამგზავრო არ უნდა გადაუხადო, და თუ ისე ჩადი  ავტობუსიდან დედას და კეთილებს არ შემოგაგინებს. თუმცა კარგია კონტროიოერები რომ არ ყავდეთ, რომლებიც ზოგჯერ იმ დროს დაგადგებიან რომ ....
არა მე თითქმის სულ ვიხი ფულს, მაგრამ იმ გადაჭედილ ავტობუსში სადაც შენ უკან ამოხვედი და სალარო აპარატი კი წინ დგას და იქამდე კი 100 კაცია, რთულია აიღო ბილეთი. ეგრე იყო კონტროლიორი რომ დამადგა თავზე. თუმცა ჩემამდე ერთ შუახნის ქლს დაადგა თავზე, ბილეთიო მოსთხოვა. ქალმა ნაზად გაუღიმა და მიუგო..
-მე ნათესავივარ, ვერმიცანით.
- ვიინ? -გაუკვიდა კონტროლიორს . ვერ მიხვდა რაზე ესაუბრეობდა ქალი-
-მე მერის ნათესავივარ, აი იმის რაქვია იმას- მერის სახელი ვერ გაიხსენა, უფრომ სწორედ მისი ნათესავის. -ხო მისი ნათესავივარ, უბრალოდ მანქანა გამიფუჭდა, არა უფრომ სწორედ ოპერაციოა გავიკეთე და ამიტომ დავდივარ ავტობუსითო.
კონტროლიორმა მე გადმომხედა ---შენც მერის ნათესავიხარო? - ისე ეგეთ ტყუილს თავად მერიც ვერ მოფიქრებდა კონტროლიორიგან რომ დაეძვრინა თვი დამეთანხმებით ალბათ.
ახალი წიგნი და ალბათ საკნდალი?
ბევრ საინტერესო რამე წააწყდები ამ ქალაქში. აგერ ერთ დიდ გამზირს მოყვებოდი და ილიას უნივერსიტეტთან ცოტა ხალხმრავლობა შევნიშნე.  აქედან ერთ ერთი ცნობილი მწერალი იყო თუარვცდები, ბურჭულაძე.  სადღაც წარჭრეასაც მოვკარი თვალი, ახალი წიგნის პრეზეტაციას შეეხებოდა.  ალბათ ახალი სკანდალის აგორებას უნდა ვეოდოთ. განრისხებულ სამღვდლეობას და მხრებ აჩეჩებულ მთავრობას,  ,,აბა ჩვენ რავიცითო.“ ნუ ამას მალე გაივგებთ, იმოთომ რომ ახლო მახლოს ტელევიზიის გადამები ჯგუფი შევნიშნე... ალბათ სკანდალის  ხელში ჩაგდების იმედიაქვთ.
რომ მოვდიოდი ქუჩაში ვფიქრობდი იმაზე ეს სამი თემა რა კავშირშია ერთმანეთთან მეთქი. ერთ ქუდის ქვეში რატომ უნდა გაერთიანდესთქო, ამ დროს შენობის ფასადზე დაკიდებული დიდი ბილბორდი ასევე დიდი შრიფტით შევნიშნე წარწერით ,,ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში“  ალბათ ასეცარის. თუმცა მე პრინციპში ეგ ნაკლებად მაინტერესებს.  მთავარია ცოტა შთაბეჭდილებებით გავამდიდრე გონება, რასაც ჯიბეზე ვერ ვიტყვი. (ბოდიშ გიხდით გაურედაქტირებელი და ტავტოლოგიებით სავსე ტექსტისთვის )

пятница, 3 сентября 2010 г.

ჩემი ანტი დეპრესანტი



მინდა გითხრათ რიმ მხიარული ადამაინივარ, ზოგჯერ ზედემტად. ბუნებრივია მეც მაქვს რთული პერიოდები, ამისდა მიუხედავად ვცდილობ სხვას არ გადაცდო ჩემი უხასიათობა და ძალაუნებურად იდიოტივით ვიკრიჭები.  ზოგჯერ საკუთარი თავი ჭკუა სუსტი მგონია. ისეთ დროს მომსვლია მხიარული ხასიათი თავადაც გამკვირვებია.  თუმცა ამასაც თავისი ახსნა აქვს იმედია.
ნამდვლიად არ დამავიწყდება  აგვისტოს ომის პერიოდი.  მძიმე დრო იდგა.  ცხელი დღეები, სულიშ შემძვრელი ინფორმაციები ბრძოლის ველიდან და გაჭედილი საინფორმაციო წყაროები. მახსოვს სამსახურში ვიყავი ამ შუა ზაფხულში , აბა სახში რა გამაჩერებდა და  მძიმე ხასიათზე ლამის დეპრესიაში ჩავარდნმილები თანამშრომელები ერთმანეთს ვამშვიდებდით. საინფორმაციოს წამყვანი ანი თითქმის ცრემლმორეული შედიდოდა ეთერში. ვერც დირექცია იყო მთლად საიმედო განწყობაზე, ზოგჯერ ვიჯექით ტელევიზორს შევცქეროდით და ორი სიტყვის თქმის თავი არ გქონდა. დაძაბულობა წუთიდან წუთზე იზრდებოდა და აი როცა დაძაბულობამ პიკს მიაღწია ვიგრძენი რომ მოვეშვი. თითქოსდა ყველაფერი დასრულდა და უჩვეულოდ მხიარულ ხასიათზე დავდექი.  არვიცი ამას ფსიქოლოგები რას დაარქმევენ,  გონების გადაგრუზვა თუ ბლოკირება, აშკარა იყო რომ არა ამრტო მე არამედ სხვა თანამშრომლებასაც ცოტა ღიმილი შეეპარა ლამის განადგურებულ სახეზე. საოცარია არა ადამიანის ფსიქიკა, მე  ამას ქართულ ფსიქიკას ვუწოდებ. უფრო იმერულს, რთულ მომენტებშიც რომ ვახერხებთ იუმორის ელემენტების შეტანას სიტუაციაში....
კიდევ ერთი მომენტი მახსენდება შედარებით მსუბუქი. სადღაც ერთი წლის წინ იყო. 10 ახალგაზრდა ბიჭი ერთი რაიონიდან ჯარში გაგვიწვიეს,  თბილიში სამხედროს შემოწმმებაზე გაგვიყვანეს.  ბუნებრივია არავის სურდა ჯარში წასვლა. სამედიცინო შემოწმების დროს ვინ რას არ ჩალიჩობდა რომ თავიდან აეცილებინა სამხედრო სამსახური. ხან ნათესავები, ხანაც  იმის მტკიცება რომ ვერ ხედავს ან ფსიქიკურად შეშლილია, ნუ ერთი სიტყვით  ჩემთვის სახალისო სიტუაცია ჩამოყალიბდა.  მე თითქოსდა არ მაჯავრებდა რა მელოდა, ბუნებრივია დაძაბული ვიყავი მაგრამ, რომ ვნახე დანარჩენი ბიჭები როგრ ღელავდენენ გადავწყვიტე ჩემი იუმორი ბოლომდე გამომეხატა, რათა ოდნავ მაინც დამემშვიდბინა სიტუაცია.  ჩემმა თავხედობამ თავადაც გამაკვირვა, ჯერ იყოდა ერთი სამხედრო შევიკალი, იმდენი კითხვა დავუსცსვი თუ რა გველოდა ახალწვეულებს, ტიპმა ბოლოს თავიდან მომიცილა. ალბათ იფიქრა ეს ჟურნალისტი თუ ჩემს ბრიგადაში მოხვდა ან მე მომკლავდა ან საუთარ თავს მოუხერხებდა რამეს. ნუ ერთი სიტყვით  გამეხსნა საღერღელი და იმდენ შევძელი, რომ ის წვევანდელები რომელბიც ლამის თავს იკლავდენენ არ წამიყვანთ, ჩემთან ერთად ჯარში წასვლაზე ყველა თანახმა იყო. ერთმა ისიც მითხრა ,, ჯანდაბას თუ წამიყვანესო იცოდე მე და შენ მაგრად უნდა გავატრაკთო“ ბაზარი არაა  მივუგე მეც.  საბოლოოდ ამ ათი გულანთებული წვევანდელიდან მხოლოდ 2 დაიტოვეს. დანარჩენები სახლში გამოგვიშვეს. თუმცა ის დღე  დაგვჩა ყველას მოსაგონელბად. მართალია ჯარში ჯერაც არ ვყოფილვარ, თუმცა ჯარის ნაცნობები უკვე ბლომად შევიძინე. და ეს იუმორის ხარჯზე....  მართალი გითხრათ რამ გამახსენა ეხლა ეს ლაითი სიტუაციები, ამ დაგრუზულ გულზე ნამდვილად არვიცი. უბრალდო ცოტა თავის გამხიარულება მომინდა ალბათ..........................................

среда, 1 сентября 2010 г.

ცხელი საღამო საყვარელ მუსიკებთაბ ერთად


ეხლა როცა ქუთაისიში საშინლად ცხელა და ასეთივე ცხელი ქარი ქრის, როცა ვერსად ემალები ამ დამთრგუნველ სიტუაციას, ფილმის ყურება მომინდა და შემთხვევით ერთ უბრალო ფილმს გადავაწყდი. საერთოდ კინოებს ეგრე ბრმად ვიწერ ხოლმე ინტერნეტიდან, მერე ჩაუჯდები და ვუყურებ.თუ ბოევიკი ან კიდევ რამე ეგეთუ უაზრობა არ აღმოჩნდა ხო კარგი, თუარადა ამ სიცხეში არ მე ბოევიკება პირდაპირ გეტყვით. ხო მგონი იმ ფილმზე გიყვებოდით უკვე ვთქვი უბრალო ცოტა სენტიმენტალური, არა საკმაოდ სენტიმენტალური ფილმი აღმოჩჩნდა. ფილმს My_Own_Love_Song. ქვია. ნუ ვინც იცის ინგლისური თავად თარგმნოს ..2010მწლის ფილმია და მთავარ როლს რენე ზელვეგერი ასრულებს. არასდროს ვყოფილვარ ამ ქალის დიდი გულშემატკივარი თუმცა ამ ფილმში მომეწონა. ფილმი მარტივია. ინვალიდი მარტოხელა ქალი, მისი შეშლილი ასევე მარტოხელა ზანგი მეგობარი, რომელიც სულებს ესაუბრება და ამერიკელებისთვის საყვარლი თემა, მოგზაურობა შტატიდან შტატში უბრალოდ იმისთვის რომ სხვა სულებთან მოლაპარაკე ნახონ და კიდევ 7 წლის უნახავ შვილს დედა შეახვედროს. ერთობ მარტივი სიუჟეტია და მარტივი ჰეფი ენდი, თუმცა მიყვარს ეგეთი ფილმები. პატარა პატარა თავგადასავლები მოგზაურობისას, შეცნობილი რეალობა და ადამიანთა ნათელი სახეები. ოცნებისთვის ხელსაყრელი კადრები და შეგრძნება რომელიც ფილმის ნახვით გრჩება სულში. ამ ერთობ ჩვეულებრივმა ჰოლივუდურმა ფილმმა უბრალოდ გამიხალისა ეს მოჟამული, ქარიანი ცხელი საღამო. ეხლა მხოლოდ 22:03 საათია და ისეთი შეგრძნებაა რომ ეს ღამე არასდროს დამთავრდება, არადა რა ლამაზი კადრები გამომყვა იმ ფილმიდან. სოფლის სახლები და ლამაზად მორთულული ეზო, ულამაზესი ფეიერვერკი და უზარმაზარი მთვარე, ერთი სიტყვით თუკი მეოცნებე განწყობაზეხართ მოიძიეთ ეს ფილმი და თავადნახეთ. მეკი მალე ლეპტოპი დამიჯდება, შუქი სამწუხაროდ ქარმა გათიშა და ისღა მარჩენია  დავიძინო და იმის იმედით რომ სიზმარში ვნახავ ფილმში ნანახ ზოგიერთ ადგილს.
(დღეს რაღან ნამეტანი რონამტიულ განწყობაზევარ და ეს სმაღერა Run Away-ც  არ მცილდება. ჩანს დროა მეც გავიქცე, ოღონდ არვიცი საით :)