четверг, 26 августа 2010 г.

მე?!

დავფიქრდი, გავაანალიზე და ამინც ვერ გავიგე. არვიცი და არც მინდა ვიცოდე რა და როგორ. აბსურდია არა. მეც ეგრე მეჩვენება რომ აბსურდია. თუმცა ნაკლებად ვენდობი მოჩვენებით რაღაცეებს, რადგან მიმაჩნია, რომ არ არსებობს დამოუკიდებალად არაფერი, ყველაფერი ურთიერთ კავშირშია, თუნდაც ის რომ ვწერ და არვიცი რა ვწერო. იქნებ იმაზე რომ უბედურივარ, თუმცა რატომ, რაღაც ეტაპზე თავს ბედნიერადა ვგრძნობ. ყოველ შემთხვევაში არის ჩემს ცხოვრებაში ბედნიერი წუთები. თუნდაც მაშინ ხელფასს რომ ავიღებ, თავი უმდიდრესი ადამიანი მგონია, თუმცა როგროც კი გავიაზრებ რა რაზე დამეხარჯება შიში მიბყრობს, ვაი თუ უკაპოდ დავრჩი...(ან უთეთროდ.. ორივე ერთი ყ- არის) ვერვიტან ამისგამო საკუთარ თავს, იმის გამო რომ მატერიალისტი და ზარმაცი გავხდი.  პრინციპში ზარმაცი ადარეც ვიყავ, აი მატერიალისტი  მოგვიანებით დამეატა ჩემს სტატუსს.
ბევრი ფიქრობს რომ ბედნიერება ფულშია. ბევრ ფულში.  მართალი გითხრადა მეც ეგრე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში მანამ  სანამ საკამრისი ფული არამაქვს. მინდა  თავი თავისუფლად ვიგრძნო. რატომღაც მიმაჩნია თუ ბევრი ფული მექნება, სრულ თავისუფლებას მოვიპოვებ. თავისუფლებას ყველასგან და ყველაფრისგან, მშობლებისგან, სამუშაოსან.. და იმ ბიზნესმენიებისგან რომელთა კეთილ ნებაზეც დამოკიდებული დღეს ჩემი ანაზღაურება.  ეს ფიქები ხშირად აბსურდში გადამიდის, ამიტომ აღარ გავაგრძელებ.
     ფულზე გამახსენდა დღეს ქვეყანაში თითქმის ყველა ოცენბობს ჯეკპოტის მოხსნაზე. 3 მილიონი და კიდევ რამოდენიმე ასეული ათასი ბევრმა უკვე არაერთხელ დახარჯა საკუთარ გონებაში. გამოგიტყდებით მეც მქონდა ეგეთი მცდელობა, მეც მიფიქრია და ღმერთისთვის მითხოვია ეს თანხა ჩემი გახდეს მეთქი, მერე შემრცხვენია..... კვირეები გადის და ღმერთი არ გახსენედება, და მარტო მაშინ იხსენებ, როცა მილიონერი გინდა გახდეთქო.  ლატარეაში ფულის მოგებასთან დაკავშირებით ხშირად ვიმეორებ ხოლმე ერთ ანეკდოტს.   აი კაცი რომ ეხვეწებაღმერთს  ,,ღმერთო ფული მომაგებინოე“ გამუდმებით ეხვეწება..  ჰოდა წმინდანებს შეეცოდებათ ეს კაცი და უშუამდგომლებენ ღმერთთან ,,იქნებ ერთხელ ამინც მოაგებინო რასაც გთხოვსო".. გაბრაზდება ღმერთი.. რითი მოვაგებინო მაგ ოხერსო?! ლატარიის ბილეთი მაინც იყიდოსო“  ხო ვიცი არცი სე სასაცილო ნაწყვეტია, მაგრამ ეგ ჩემზე იყო გამოჭრილი. რაც ეს მილიონიებიაი გათამაშება დაიწყო ბილეთი არმქონდა ნაყიდი და ბუნებრივია არც მოგების შანსი მქონდა, ტყუილი იყო ღმერისადმი იმის თხოვან მომაგებინეთქო. რატომღაც ამ საკითხში საშინელი პესისმიტივარ.. თუმცა ერთხელ მაინც ვიყიდე ლატარიის ბილეთი. მახსოვს ფულის დაშილა მინდოდა და არავინ დამიშალა, მაშინ გადავწივიტე ბილეთის ყიდვა და რიცხვებიც თვალდახუჭლმა შემოვხაზე,,, არ მქონდა გამარჯვების იმედი ხოდა არც არაფრი მომიგია. შემეშივით არ მჯერა კონკიას ზღაპრის. ისე ვერ გავიგე ეს საუბრარი რას მოვაყოლე J
მოდი  ამ თემას იქ დავასრუებ სადაც დავიწიე... არადა ეხლა გადავხედე დასაწყის და მართალი გითხრა ვერ გავიგე რითი დავიწყე, ალბათ რაღაცის თქმა მინდოდა , მაგრამ დამავიეყდა რისი.
კიდევ ერთი ყელში ამომივიდა ეს კორექტურული შეცდეომები. დავწეერ და მაერე მეზარება გასწორებააააა.  არადა წერის დროს, სისწრაფეში რამდენ შეცდომებს ვუშვებ.... უუუუფფფფ. (ხო ესეც ჩემი თავის გამოძვრენის მცდელობა )
 ბოლოდროს ერთი სიმღერა ამეკვიატა, ჩვევისამებრ. Run Away ქვია.... ნეტა ხო კარგადაა ჩემი საქმეები?! :P

2 комментария:

  1. სიზარმაცე ყველა ადამიანშია. უნდა ვებრძოლოთ ჩვენ თავში სიზარმაცეს.
    აი მატერიალიზმი კიდევ თავს გვეხვევა და ერთხელაც ვეღარ ვარიდებთ თავს. ისეთი სისტემა და ისეთი ცხოვრებაა, ეგ გარდაუვალია. საქმე ისეა, რომ ძალიან ხშირად იგივე გარკვეული სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად, მატერიალისტური ნივთებია საჭირო, იმ ნივთების მოსაპოვებლად კიდევ ფული და საბოლოოდ როგორც ვხედავთ, უფულოდ უკვე აღარაფერი გამოდის.
    მწყდება გული ამაზე, მარა რას ვიზამთ. იგივე რომ ავიღოთ მუსიკოსი: იმისათვის, რომ დაუკრას, მიაღწიოს სულიერ სიმშვიდეს და გაისწოროს თავისი, სჭირდება მუსიკალური ინსტრუმენტი. ინსტრუმენტის საყიდლად კიდევ ფული... მოკლედ, ასეა. მთავარია არ დავყაროთ ფარ-ხმალი. და კიდევ ერთია მთავარი: არ გვინდოდეს ფული ფულისთვის. ანუ ფული გვჭირდება. ფული არ უნდა გვიყვარდეს.

    ОтветитьУдалить
  2. ეგრეა მერაბ. დღეს ჩემი მთავარი სამუშო ფინანსები მოზიდვაა. ეს გამოწვეულია არსებული სიტუაციით... ასერომ ეს ცხოვრება თავად გვიბიძგებს მატერიალიზმისკენ :)

    ОтветитьУдалить