суббота, 1 января 2011 г.

რა უნდა იყოს სისულელზე მეტი საინტერესო


ძირს დავიხედე და შევნიშნე რომ ჩემს  ტყავის ფეხსაცმელს მტვერი დადებია. მაშინ დავფიქრდი რამდენი მივლია, რამდენი მირბენია. სად მივლია და რისთვის, რატომ გამივლია ის გზა ფეხით, რომლის გავალ ტრანსპირტით უფრო იოლია და არც ისე ძვირი. ადამიანის გონებაში იშვიათია ის მომენტები როცა გონება ნათდება, ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება და ბევრ დეტალს ზედმიწევნით ზუსტად აღიქვამ, ხვდები რამდენი სისულეელ ჩაგიდენია არაფრისთვის და საკუთარი თავის შეგრცხვენია. რა რთულია ხშირად იყო საღ გონებაზე, ყველა დეტალი რეალურად შეიგრძნო და აღიქვა. იცი როდის ხდება ეს?! მაშინ როცა წყურვილს მოიკლავ და დაკმაყოფილებული საკუთარ თავთან მარტო რჩები, ყოვლეგვარი ბზიკების გარეშე გონებაში.  აი წარმოიდგინეთ ძალიან გინდათ სექსი. ლამის თვინში გასხამთ ..... ვერაფერზე ვერ ფიქრობთ გარდა ერთისა. მერე კი ერთი მომენტი და თითქოსდა გამაძღარი დაოკლებული ხედავ, რომ შენში სიგიჟე იყო და ეს ესაა გარეთ გამოვიდა, შენი გონება უკვე სუფთაა და 100% ით საღი და ნათელი აზროვნება გაქვ, თუმცა მხოლოდ ცოტახნით, რადგან გონება ისევ ივსება დაულეველი და დაუოკლებელი სურვილებით. ეგეთი მარტივია ადამაინი, მათშორის მეც. იმდენად ამრტივი, რომ მრცხვენია როცა რამე დიდს თქმა მინდა ხოლმე. რა უნდა გითხრათ ისეთი საინტერესო და არაჩვეულებრივი, როცა ორიოდე საათის წინ ცხოველურ ჟჲნს ვიოკებდი და არ ვფიქრობდი, რომ ცხოველი არვარ  და აზროვნება შემიძლია. მაშინ იაზროვნე.. იაზროვნე.
ინტერნეტ ჟურნალის გაკეთება მინდოდა, ისე უბრალო ბლოგის ფორმატში, თავისუფალი თემებით და შეუზღუდავი ფანტაზიით.  გვერდი დავარეგისტრირე მაგრამ ზედ ჯერ  არაფერი ამიტვირთია, სიზარმაცის ბრალია აშკარად.  თუმცა გაივლის ახალი წელი და ვანხოთ რა გმაოვა. იქნებ რამე საინტერესო გამოვა და  ხალხის ყურადღება მიიქციოს. თუმცა რთულია ეგეთის გაკეთება, მითუმეტეს ამ ინტერენტ სამყაროში, სადაც უამრავი რამ არის... ერთი სიტყვით როგორც ერთი ჩემი კოლეგა და მეგობარი იტყვის  აირია საჭირო. დღეს რატომღაც ვფიქრობდი პიარზე, უფრო სწორედ ვოცნებოდი. თუმცა ოცნებაშიც ვერვარ ორიგინალური. ტუალეტში  ვიჯექი, არ გეტყვით რას ვაკეთებდი იქ, და ერთი გენიალური აზრი მომივიდა, თუ ეს ჟურნალი გმაოვა, მოდი მიშას მივწერ და ნახოს. იმედია მოეწონება და რომელიმე უახლოეს ბრიფინგზე ახსენებს. ხომ წარმოგიდგენიათ ყველა წამყვანი ტელე არხის ეთერში ერთდროეულად გაიჟღერებს ჩვენი ჟურნალის ამბავი.  რა პოპულარობას მოვიპოვებთ... ამ ფიქრში ვიყავი ხელი ტუალეტის ქაღალდისკენ გავწიე. აღმოჩნდა, რომ თუალეტის ქაღალდი გამოლეულიყო და სახელდახელოდ ერთ ერთი გაზეთი ჩაუტენიათ იქვე კოლოფში. მიშაზე ფიქრში ვიყავი რომ გავშალე გაზეთის ნახევი და მისი ფოტო შემჩახელში. რომ გავიფიქრე ეხლა კი დაგერხა მიშა მეთქი, ამ ნაგლეჯის მეორე მხარეზე რელიგიურ თეაზე დაწერილ სტატიას წავაზწყდი, ხატების გამოსახულება ერთვოდა ილუსტრაციად. არვარ დიდ მორწმუნე, მაგრამ ხატებს ეგრე ვერ მოვექცეოდი, (ამ დროს ხშირად მახსენდება ერთი ფრაზა ქართული კონოდან ,,ვაიდა მართლა არსებობ“ ) გაუმართლა მიშას.  ხდება ხოლმე.
დღეს სახლში მოსულმა ჩემი მტვრიანი, შავი ტყავის ფეხსაცმელი სადღაც მივყარე, ხვალ ისევ ჩავიცმევ, გავწმინდავ და გავმაზავ  კიდეც, თუ არ შემეზარა და ისევ გაუყვები გზას მათზე მტვის დასადებად. გზები ბევრია, სავლელი უფრო მეტი.  პრინციპში რა უნდა იყოს სისულელზე მეტი საინტერესო.