понедельник, 13 июня 2011 г.

Re...


ისევ მომინდა ჩავყვინთვო.  ნელა დავეშვა ფსკერისკენ. ცხვირიდან ჰაერი გამოუშვა და შევხედო როგორ მაცილებს მზის შუქი ქვემოთ.  ჩუმად ვარ და სთქმელიც ვერ ჩამომიყალებებია, უბრალოდ ვდუმვარ და მესმის როგრ სცემს გული აუჩქარებელ რიტმს, თითქოსდა რომელიმე მსუბუქი მუსიკის რიტმს აჰყოლოდა, ნელა სულ ნელა მივიწევ ქვემოთ და ჩუმად ვარ. არვაინ მეკითხება რას ვაკეთებ, საით მივდივარ და რატომ. არადა როგრ მინდა ვინმემ მკითხოს. მკითხეთ რას განვიცდი რა მტკივა, ან თუ არ მტკივა რატომ არ მტკივა. მესმის არავის აინტერესებს, მაგრამ იქნებ ზრდილობისთვის იკოთხოს მაინც, უბრალოად ინტერესისთვის, ანდა ყბრალოდ იმისთვის რომ რაღაც ეტაპზე სიჩუმე დაარღვიოს.
არავის უთქვამს სისულეელბი კეთებას ნიჭი ჭირდებაო. თუმცა ამაში ნიჭი მართლა მაქვს. სისულელ პირობითი სიტყვაა, მასში მოიაზრება ქმედბათა ერობლიობა, რომლიც საბოლოოდ უაზროდ, არაფრის მთქმელდ და უარყოფითად აისახხება შენს შუბლზე, ძაღვებზემ თვალებზე და კანზე. კანი დაიჭიმება, ძარღვები დაიბერება და პირიდან ცხოველური ხმა აღმოგხდება, იმდენად უაზრო რომ საკუთარი თავისიც არ შეგრცხვება, არ მოგერიდება იდგე ქუჩაში და გადახურებულ შუბლს და მკერდს გრილ წვიმის წვეტებს უშვერდე და თვალებიდან ცერემლი მოგდიოდეს. დიახ ეს გაურკვევლობაა, გაუმიზნავი ცხოვრების წესი, დაღლილი და დაღარული ტვინის ფორმები და ქვიშით ამოვსებული გამოღამებული თვალები.
გძინავს და გონებაში ისევ იგივე გიტრიალებს. რემდეგ სიზმარში დიდ საშლელს დაითრევ, თავიდან ტვისნ ამოიღებ და გულმოდგიედ შეცდები ამოშალო, ბევრი რამა ამოშალო, არასაჭირო რამა ამოშალი, დაუნდობლად ამოშალო, ისევე დაუნდობლად როგორც ჩაგებეჭდა და რომ მიხვდები ამ საქმეს მარტოოდენ საშლელი არ უშველის, შეეშვები და სიევ იმით გაიღვიძებ რითიც დაიძინე. ანდა ამს ძილიც თუ ქვია. არა არ ქვია არც მინდა რომ ერქვას, ეს გონების კატოკია გამუმეით რომ აბრტყელებს, აბრტყელებს, მერე ისევ არევს და ისევ აბრტყელებს უშედეგოდ. ეს სიზმარია აბსურდულად გაჟღენთილი მელნით და ფრთებით, ეს ქსოვილია რომელიც ოდესღაც ჩემი ჯილსის შარვალი იყო და რომელითაც თავს ვიწონებდი, ეხლა უბრალო ნაჭერია გაჟღენთილი ოფლით და თესლით სადღაც საწოლის წვეშ მოქცეული უდარდელად.
დავიღალე რამდენჯერ მითქვასმ საკთარი თავისთვის. დავიღალე ნუთუ ასეთი რთული გასაებია რომ მეც ვიღლები. დავიღალე ყოვლდღე სარკეში ჩახედვით, დავიღალე ყოვლედღე იგივი გზის გავლთ. უაზრო ხეტიალით დავიღალე. უაზრო სიტყვებით და უაზრო მიზნებით. არმინდა მომავლზე ვიფიქრო, მეშინია მოვმალლის. ასე არაფრის არ მეშინია რორც  მომავლის.
მგონი დროა ამოვყვინთო. ფილტვებს ჰაერდი დააკლდა და დამეძაბა. ვერ ვიმეტებ საკუთარ თავს. მერე რა რომ სხვას არ ვენაღველბი, არც მე მენაღვლება სხვა. მე საკუთარი თავის არ მეჯავრებს, მე ზემოთ ამოვდივარ. ამოვალ წყლიდან, ჩავიცმევ თანსაცმელს და ისევ შევერევი ყოვლედღიურ არაფერს.
არაფერზე ერთი ანეგდოტი გამახსნდა ..... ის ანეგდოტი ასე მთავრდება ,,აიღეთ ორი არაფერი და წადი“

Комментариев нет:

Отправить комментарий